Category Archives: კულინარია

მოხრაკული საქონლის ხორცი ბროწეულით

მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. წვენი, რომელსაც ხორცი გამოყოფს, ცალკე ჭურჭელში გადავწუროთ და შევინახოთ. ხახვი წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ ხორცს და ერთად მოვხრაკოთ. მერე დავასხათ თავისივე წვენი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ. სუფრაზე მიტანის წინ ავურიოთ შიგ მარცვლებად დარჩეული ბროწეული. მასალა: საქონლის ხორცი – 1 კილოგრამი ხახვი –

Read More

მოშუშული ღვიძლი

ღვიძლი ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ სითხეს არ შეიშრობს. ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ დაკეპილი ხახვი, დავუმატოთ ერბო ან რომელიმე ცხიმი და კარგად მოვშუშოთ. ავურიოთ ღვიძლში, დავამატოთ ცხიმი, მარილი, დანაყილი პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ. მასალა: საქონლის ხორცი – 1 კილოგრამი ერბო ან სხვა ცხიმი – 100 გრამი ხახვი – 500 გრამი მარილი,

Read More

მოხრაკული შიგნეულობა

საქონლის ან ღორის შიგნეულობა და ნაწლავები დიდხანს ვრეცხოთ ცამდინარე წყალზე. გადავაბრუნოთ ნაწლავები და კიდევ ვრეცხოთ მარილითა და წყლით, შემდეგ სიმინდის ფქვილი დავაყაროთ, ხელით კარგად გავწმინდოთ და ისევ წყლით ვრეცხოთ. გარეცხილი ნაწლავები ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცივი წვალ და წამოდუღების შემდეგ ეს წყალი გადავაქციოთ. ნაწლავებს დავუმატოთ შიგნეული – გული, ღვიძლი, თირკმელები, დავასხათ მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. ხახვი

Read More

საქონლის ტვინი

საქონლის ტვინს გადავავლოთ მდუღარე წყალი, გავასუფთავოთ კანისაგან, გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვხრაკოთ ცხიმიან, გაცხელებულ ტაფაზე. როდესაც ოდნავ შეწითლდება, ცავამატოთ კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში და კიდევ გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ მთლიანად გადავიღოთ ტაფაზე, ზევიდან მოვასხათ არაჟანთან ერთად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. როცა მზად

Read More

შემწვარი თირკმელი

თირკმელი დავალბოთ წყალში ერთი საათით, შემოვაცალოთ ზედმეტი ქონი და კანი. დავჭრათ ბრტყელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ გაცხელებულ კარაქიან ტაფაზე. როდესაც კარგად გაწითლდება, ჩავალაგოთ ფართოძირიან ქვაბში, ზევიდან დავაყაროთ კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კამა, ტარხუნა, ოხრახუში, მარილთან ერთად დავნაყოთ ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), გავხსნათ ხორცის წვენში და დავასხათ

Read More

მოხარშული ფაშვი ცხარე საწებლით

გასუფთავებული ფაშვი კარგად გავრეცხოთ ჩამდინარე წყალზე, მერე დავმდუღროთ, დანით გავფხიკოთ და თან გარსი მოვაცილოთ, მერე ხელახლა გავრეცხოთ ცივი წყლით. ასეთი წესით მომზადებული ფაშვი დიდ ოთხკუთხედ ნაჭრებად დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი, დავუმატოთ ხახვი, დაფნის ფოთოლი, მარილი, ოხრახუში და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათი. წიწაკა წინასწარ დავალბოთ მდუღარე წყალში, წყალი გადავწუროთ და წიწაკა მარილთან ერთად კარგად

Read More

შემწვარი ფაშვი კოწახურით

მოხარშული ფაშვი წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვათავსოთ ცხიმიან, ცხელ ტაფაზე და კარგად შევწვათ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი, კარგად ავურიოთ, ვშუშოთ კიდევ ხუთი წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. გამხმარი კოწახური კარგად დავნაყოთ, ავუროთ შემწვარ ფაშვში, მოვათავსოთ შესაფერ ჭურჭელზე და მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი (ან მწვანე ხახვი). მასალა: ფაშვი – 1 კილოგრამი ხახვი – 4-5

Read More

შემწვარი ძროხის ხორცი ყველით

სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და საბეგვით ან დანით კარგად დავბეგვოთ. თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ ერთ წყებად დაბეგვილი ხორცი, ზემოდან დავაყაროთ რგოლებად ან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავაწყოთ თხლად დაჭრილი, მაგარი, ნაკლებმარილიანი ყველი (შვეიცარული, სულგუნი), ისე, რომ ხახვი დაიფაროს, ზემოდან გადავასხათ მაიონეზი, შევდგათ აირღუმელში, შევწვათ, სანამ ზემოდან არ შეწითლდება. მასალა: ძროხის ხორცი

Read More

ტოლმა ვაზის ფოთოლში(სომხურად)

ინგრედიენტები: 1კგ. ვაზის ფოთოლი (გასახვევად) ფარშისათვის: 900გრ საქონლის უცხიმო ხორცი +500გრ. ღორის ცხიმიანი ხორცი, 200გრ. ბრინჯი, 3-4 თავი ხახვი, 4-5 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა ქინძი, 1 კონა ტარხუნა(ან ხმელი ტარხუნა 1 სუფ.კოვზი), ოდნავ ხმელი პიტნა, ცოტა ცხარე წიწაკა და მარილი. დამზადება: გავაკეთოთ ფარში, ჩამოთვლილი პროდუქტებისგან და კარგად შევაზავოთ ერთმანეთში (აუცილებლად ფარშს შეურიოთ

Read More

ხორცის რულეტი

ძროხის თხელი ნაჭერი დაბეგვეთ ჩაქუჩით,მოაყარეთ მარილი, წითელი დაშავი წიწაკა გემოვნებით. შიგ მოათავსეთ მოხარშული კვერცხი და მიეცით ხორცს გუნდის ფორმა. გადაახვიეთ ძაფით და გამოაცხვეთ აერღუმელში.დაჭერით თხლად და მიირთვით გემრიელად. … წყარო: http://www.mzareuli.com/