მოხრაკული შიგნეულობა

საქონლის ან ღორის შიგნეულობა და ნაწლავები დიდხანს ვრეცხოთ ცამდინარე წყალზე. გადავაბრუნოთ ნაწლავები და კიდევ ვრეცხოთ მარილითა და წყლით, შემდეგ სიმინდის ფქვილი დავაყაროთ, ხელით კარგად გავწმინდოთ და ისევ წყლით ვრეცხოთ. გარეცხილი ნაწლავები ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცივი წვალ და წამოდუღების შემდეგ ეს წყალი გადავაქციოთ. ნაწლავებს დავუმატოთ შიგნეული – გული, ღვიძლი, თირკმელები, დავასხათ მდუღარე წყალი და მოვხარშოთ.

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ საქონლის ცხიმი და კარგად ვშუშოთ. შემდეგ ჩავყაროთ მოხარშული, დაჭრილი შიგნეულობა.

წიწაკა, მარილი, ქინძი, ქონდარი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ცოტა ძმარში და მოვასხათ შიგნეულობას.

ქვაბს დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ თავისივე ორთქლში. სუფრაზე მივიტანოთ ცხელ-ცხელი.

მასალა:

შიგნეულობა – 4 კილოგრამი

ხახვი – 1 კილოგრამი

ცხიმი – 200 გრამი

ქინძი, ქონდარი – 4-5 ძირი

ძმარი – 1 სუფრის კოვზი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/