Category Archives: კულინარია

ღორის მწვადი

მსუქანი ღორის ხორცი (უმჯობესია ზურგის ნეკნებიანი მხარე, ბარკლის ნაჭერი და სხვა) დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მწვადი მზად იქნება, მოვაყაროთ მრგვალად დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები. სუფრაზე მწვადთან ერთად, ცალკე, მივიტანოთ ბროწეულის ან ტყემლის საწებელი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ცხვრის, ძროხის ან ღორის ხორცის ბასთურმა

ცხვრის, ძროხის ან ღორის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ჩავდოთ თიხის, მინანქრის ან ფაიფურის ჭურჭელში. დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, დავასხათ ძმარი, დავახუროთ სახურავი და შევინახოთ რამოდენიმე საათით (შეიძლება ერთი დღე და ღამეც). შემდეგ ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. ბასთურმა შეიძლება უძმროდაც მომზადდეს. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სუკის ბასთურმა

სუკი თანაბარი ოდენობის ნაჭრებად დავჭრათ, ჩავაწყოთ შესაფერ ჭურჭელში, დავუმატოთ მარილი, პილპილი, დაკეპილი ხახვი და რამოდენიმე საათით გავაჩეროთ. შემდეგ ხორცი შამფურზე ავაგოთ და შევწვათ ნაკვერჩხალზე. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ დაკეპილი, უმი ხახვი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ცხვრის ხორცის მწვადი ბადრიჯნით

ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად, შევაზავოთ მარილით და წამოვაგოთ შამფურზე. შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. რამოდენიმე ცალი ბადრიჯანი გავრეცხოთ, მოვაჭრათ თავი, გავსეროთ დანით შუაზე, ისე რომ ერთმანეთს არ მოცილდეს, ჩავდოთ შიგ გულსართი, რომელიც ასე უნდა მომზადდეს: დავჭრათ წვრილად ცხვრის დუმა, ავურიოთ შიგ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი (ოხრახუში, ქინძი, რეჰანი, ქონდარი). ასეთნაირად მომზადებული ბადრიჯანი წამოვაგოთ

Read More

მწვადი აფხაზურად

კარგად გარეცხილი მსუქანი ცხვრის ხორცი, ღვიძლი, ელენთა და დუმა დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე. შევწვათ; სუფრაზე მიტანისას მწვადს მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ოხარხუში და ბროწეულის, ან კოწახურის მარცვლები. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ცხვრის მწვადი მწყემსურად

მსუქანი ცხვრის ან ბატკნის ხორცი (როგორც ნეკნებიანი, ისე რბილი ადგილები) დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ და ჩავყაროთ თუჯის ქვაბში (ან ტაფაში). დავდგათ ძლიერ ცეცხლზე და შევწვათ თავისივე სიმსუქნებში. ხანგამოშვებით ვურიოთ, ისე, რომ თითოეული ნაჭერი კარგად გაწითლდეს. როდესაც შეიწვება, მწვადს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სამი სანტიმეტრის სიგრძეზე დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი. მასალა:

Read More

მწვადის ჩახოხბილი

დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ერბოში. დავამატოთ დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი. როდესაც წამოდუღდება ცავაწყოთ შემწვარი მწვადი, დავახუროთ სახურავი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. მასალა: ხორცი – 1 კილოგრამი ერბო – 2 სუფრის კოვზი ხახვი – 4-5 თავი პამიდორი – 800 გრამი მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

მწვადის ჩახოხბილი (მეორენაირად)

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დავამატოთ წყალი ან ბულიონი, ძმარი. ჩავალაგოთ შემწვარი მწვადი, დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე. ჩახოხბილი შეიძლება მომზადდეს სითხის გარეშე. შემწვარი მწვადი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ დაკეპილი ხახვი, დავახუროთ სახურავი და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. მასალა: ხორცი – 1 კილოგრამი ერბო – 2 სუფრის კოვზი ხახვი – 4-5 თავი ძმარი – ¼ ჩაის

Read More

ძროხის ხორცის ჩახოხბილი

ქონისა და ძარღვებისაგან გავანთავისუფლოთ ძროხის სუკი, გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ კარაქი, ხახვი და ერთად მოვხრაკოთ. გარეცხილი პამიდორი დავმდუღროთ, კანი მოვაცილოთ, დავჭრათ და მოვათავსოთ მოხრაკულ ხორცში. როცა მზად იქნება, შევანელოთ მარილით, მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი). მასალა: ძროხის ხორცი (სუკი) – 1 კილოგრამი პამიდორი – 1 კილოგრამი კარაქი – 3 სუფრის კოვზი

Read More

ცხვრის ხორცის ჩახოხბილი

ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში და ოდნავ მოვშუშოთ. როცა წვენი შეაშრება, დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. თუ ხორცი მსუქანი არ არის დავამატოთ ცოტა კარაქი და კიდევ ვშუშოთ. დავასხათ გაფცქვნილი და დაჭრილი პამიდორი. ვხარშოთ, სანამ ხორცი კარგად მოიხარშება. შევანელოთ მარილით და მწვანილით. მასალა: ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი ხახვი – 500 გრამი პამიდორი

Read More