ღორის მწვადი

მსუქანი ღორის ხორცი (უმჯობესია ზურგის ნეკნებიანი მხარე, ბარკლის ნაჭერი და სხვა) დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მწვადი მზად იქნება, მოვაყაროთ მრგვალად დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები. სუფრაზე მწვადთან ერთად, ცალკე, მივიტანოთ ბროწეულის ან ტყემლის საწებელი.

წყარო: http://www.mzareuli.com/