მწვადი აფხაზურად

კარგად გარეცხილი მსუქანი ცხვრის ხორცი, ღვიძლი, ელენთა და დუმა დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე. შევწვათ; სუფრაზე მიტანისას მწვადს მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ოხარხუში და ბროწეულის, ან კოწახურის მარცვლები.

წყარო: http://www.mzareuli.com/