Category Archives: კულინარია

ბადრიჯანი კვერცხით

ბადრიჯანი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. მოვაყაროთ მარილი, სუფთა ტილო დავაფაროთ და ერთი საათი და 1 საათი გავაჩეროთ. გავწუროთ ხელით კარგად, რომ სიმწარე მოსცილდეს. მოვათავსოთ ღრმა ტაფაში, დავუმატოთ კარაქი, მარილი ავურიოთ და კარგად მოვშუშოთ, სანამ მზად არ იქნება. ამის შემდეგ დავასხათ გათქვეფილი მთლიანი კვერცხები, ავურიოთ და როცა კვერცხი მზად იქნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ. მასალა: ბადრიჯანი – 500

Read More

ზეთში შემწვარი ბადრიჯანი ნივრით

ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათი, მერე ხელით გავწუროთ კარგად, მხოლოდ ისე, რომ არ დაიჭყლიტოს. ტაფაზე დავასხათ ზეთი, გავაცხელოთ და შიგ ცავალაგოთ ბადრიჯანი. შევწვათ ორივე მხრიდან. ხახვი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ შემწვარ ბადრიჯანში. მოვათავსოთ თეფშზე ან ლანგარზე და ზემოდან დავასხათ ძმარში გახსნილი ნიორი. მასალა: ბადრიჯანი – 500 გრამი ზეთი –

Read More

ზეთში მოხრაკული ბადრიჯანი ხახვით

ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ, დავჭრათ სიგრძეზე წვრილ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათამდე. გავწუროთ ხელით, რომ სიმწარე გაუვიდეს. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვხრაკოთ. დავუმატოთ გაწურული ბადრიჯანი და ერთად მოვშუშოთ. როცა თითქმის მზად იქნება, დავასხათ ძმარი და გავაგრძელოთ მოშუშვა. ზეთი თუ დააკლდება დავამატოთ. მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი ხახვი – 4-5 თავი ზეთი

Read More

ბადრიჯანი შემწვარი დუმით

მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ, მოვაცილოთ კანი და დავკეპოთ. ცხვრის დუმა ძალიან წვრილად დავჭრათ. დავუმატოთ მარილი, ავურიოთ, მოვათავსოთ ტაფაზე და შევწვათ ისე, რომ კარგად შეწითლდეს. დავუმატოთ გამზადებული ბადრიჯანი და მოვშუშოთ. მოვაყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი დუმა – 200-500 გრამი წიწაკა, მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

ბადრიჯანი ნიგვზის სატენით

ბადრიჯანი ჩავჭრათ სამი-ოთხი სანტიმეტრის სიგრძეზე. როდინში დავნაყოთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი. დამზადებული მასალით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯნის ჩაჭრილი სივრცე, დავაწყოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე, სახურავი დავახუროთ და შევწვათ ყოველი მხრიდან. დავალაგოთ ლანგარზე და ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა ცხიმი – 100 გრამი ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი

Read More

ბადრიჯანი ტკბილი წიწაკით

ბადრიჯანი გავჭრათ სიგრძეზე ისე, რომ ერთმანეთს არ დავაშოროთ; ჩაის კოვზით გამოვაცალოთ თესლი. ტკბილი წიწაკა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ შიგ მარილი, დაჭრილი მწვანილი (ქონდარი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური, ქინძი), აგრეთვე წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა, ნიორი და ხახვი. მწიფე, მაგარ პამიდორს კანი თხლად მოვაცილოთ, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ მომზადებულ მასალაში. მიღებული მასალით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯანი, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ მცენარეული

Read More

შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, გურულად

უთესლო, ქორფა ბადრიჯანი ყუნწიანად შევწვათ აირღუმელში. შემდეგ დავჭრათ 1 სანტიმეტრი სისქის მრგვალ ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში და შევაზავოთ შემდეგნაირად: კარგად დავნაყოთ ნიგოზი, პილპილი, ნიორი, ქინძი, ომბალო; წვრილად დავჭრათ კამა, ოხრახუში, ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი. ყველაფერი ეს შემწვარ ბადრიჯანში კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა. მასალა: ბადრიჯანი –

Read More

გამხმარი ბადრიჯნის მოხრაკვა

გამხმარი ბადრიჯანი კარგად გავრეცხოთ, წინა ღამით ცხელ წყალში დავალბოთ. მეორე დღეს ხელით გავწუროთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ მოხარშული ბადრიჯანი, დავასხათ კიდევ ზეთი და კარგად მოვხრაკოთ. შეიძლება დავუმატოთ ცოტა ძმარი და კიდევ მოვშუშოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/

კარტოფილი ნიგვზით

კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, მერე გავფცქვნათ და ოთხკუთხედად დავჭრათ. დავნაყოთ ერთად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ქინძი, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი და მოხარშული, ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი. ლამაზად დავდოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ისე მივიტანოთ სუფრაზე. მასალა: კარტოფილი – 1 კილოგრამი ხახვი – 2 თავი ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა ნიორი – 2

Read More

კარტოფილის ყაურმა

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, და ერბოში ჩავთუთქოთ. როცა ხახვი საკმაოდ დარბილდება (არ უნდა გაწითლდეს), ჩავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და ჩავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და მოვხარშოთ. ხარშვის დროს დავუმატოთ ძალიან წმინდად დაკეპილი ქინძი და მარილი. შემდეგ დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. მასალა: კარტოფილი – 1 კილოგრამი ხახვი – 5-6 თავი კვერცხი –

Read More