ბადრიჯანი კვერცხით

ბადრიჯანი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. მოვაყაროთ მარილი, სუფთა ტილო დავაფაროთ და ერთი საათი და 1 საათი გავაჩეროთ. გავწუროთ ხელით კარგად, რომ სიმწარე მოსცილდეს. მოვათავსოთ ღრმა ტაფაში, დავუმატოთ კარაქი, მარილი ავურიოთ და კარგად მოვშუშოთ, სანამ მზად არ იქნება. ამის შემდეგ დავასხათ გათქვეფილი მთლიანი კვერცხები, ავურიოთ და როცა კვერცხი მზად იქნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ.

მასალა:

ბადრიჯანი – 500 გრამი

კარაქი – 100 გრამი

კვერცხი – 3 ცალი

წყარო: http://www.mzareuli.com/