ზეთში შემწვარი ბადრიჯანი ნივრით

ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათი, მერე ხელით გავწუროთ კარგად, მხოლოდ ისე, რომ არ დაიჭყლიტოს. ტაფაზე დავასხათ ზეთი, გავაცხელოთ და შიგ ცავალაგოთ ბადრიჯანი. შევწვათ ორივე მხრიდან. ხახვი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ შემწვარ ბადრიჯანში. მოვათავსოთ თეფშზე ან ლანგარზე და ზემოდან დავასხათ ძმარში გახსნილი ნიორი.

მასალა:

ბადრიჯანი – 500 გრამი

ზეთი – 1/3 ჩაის ჭიქა

ხახვი – 3-4 თავი

ძმარი, ნიორი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/