კარტოფილის ყაურმა

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, და ერბოში ჩავთუთქოთ. როცა ხახვი საკმაოდ დარბილდება (არ უნდა გაწითლდეს), ჩავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და ჩავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და მოვხარშოთ. ხარშვის დროს დავუმატოთ ძალიან წმინდად დაკეპილი ქინძი და მარილი. შემდეგ დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.

მასალა:

კარტოფილი – 1 კილოგრამი

ხახვი – 5-6 თავი

კვერცხი – 3-4 ცალი

ქინძი – 4-5 ძირი

ერბო – 4 სუფრის კოვზი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/