ფლავი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

700 გრამი ხორცი (ცხვრის, ღორის, ძროხის);
500 გრამი გრძელმარცვლოვანი, ბრინჯი;
2 ცალი სტაფილო;
1 დიდი თავი ხახვი;
1 სუფრის კოვზი კოწახური;
1 სუფრის კოვზი ძირა, ½ კოვზი ზაფრანა, დაფქული წითელი და შავი წიწაკა, მარილი, მცენარეული ზეთი.

მომზადება: ხახვი და სტაფილო დავჭრათ გრძელ, თხელ ნაჭრებად, სტაფილო არავითარ შემთხვევაში არ გახეხოთ, თორემ ფლავი გამოვა ფაფასავით.

ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად. ტაფაზე დავასხათ ზეთი და ოქროსფრად მოვშუშოთ ხახვი (ამაზეა დამოკიდებული ფლავის ფერი), დავამატოთ ხორცი და შევწვათ, სანამ ხორცი არ დაიწყებს წვენის გამოყოფას. ხორცი უნდა შეიწვას მაღალ ცეცხლზე, რა თქმა უნდა ხშირად უნდა ვურიოთ. შემდეგ დავამატოთ სტაფილო და ცეცხლს მოვუკლოთ, ტაფას დავახუროთ სახურავი და ვშუშოთ. დავამატოთ ძირა, კოწახური, ზაფრანა, მარილი, წიწაკა და ავურიოთ. შემდეგ დავასხათ წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს, დავაფაროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ 35-40 წუთი.

ბრინჯი გავრეცხოთ 5-6–ჯერ ცივ წყალში და დავაყაროთ ხორცს ზემოდან, არავითარ შემთხვევაში არ ავურიოთ, დავასხათ ცხელი ან თბილი მარილიანი წყალი ისე, რომ ბრინჯი დაფაროს 2 სმ–ით და ვხარშოთ მანამ, სანამ ბრინჯი არ შეიწოვს წყალს.

შემდეგ შუაში ჩავუდოთ ნიორი, ბრინჯში ჩავფლათ, ხის ჯოხით გავაკეთოთ ნახვრეტები ორთქლის ამოსასვლელად, ბრინჯის მოხარშვიდან 20-25 წუთის შემდეგ ფლავი მზადაა.

გემრიელად მიირთვით.