თეთრი თევზი შამფურზე

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

500 გრამი თეთრი თევზი,
100 გრამი ბეკონი,
ერთი სუფრის კოვზი დაჭრილი რეჰანი,
ერთი კბილი ნიორი,
5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი,
1 ბატონი,
მარილი.

მომზადება: ღუმელი გავაცხელოთ 2000-მდე. თევზი გავრეცხოთ, გავათავისუფლოთ ფხებისგან, და დავჭრათ კუბიკებად, (დაახლოვებით 5X5). ნიორი და რეჰანი ჩავნაყოთ მარილთან ერთად, დავამატოთ ზეითუნის ზეთი.
ამოვავლოთ დაჭრილი თევზი ზეთიან მასაში. ბატონს მოვაცალოთ კანი და დავტეხოთ მომცრო ნატეხებად.
როდესაც თევზს ავაგებთ შამფურზე, გამოვიყენოთ პურის ქერქიც, ყოველი 2 ნაჭერი თევზის შემდეგ, ავაგოთ პური. ზემოდან დავადოთ ბეკონის ნაჭერი.
მოვასხათ დარჩენილი ნიორიანი ზეთი და გამოვაცხოთ ცხელ ღუმელში 10-15 წუთი.