პროექტი „ქართული რესტორნები მსოფლიოში, ქართული კერძები და სასმელები “

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ რესტორნებს ფუნციონირებაში; გაუკეთოს რეკლამა - უპირველესად, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ პირთა შორის; მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაციები; ხელი შეუწყოს სარესტორნო საქონლის მომგებიან შესყიდვებში საქართველოდან

ქართული რესტორნები

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

Read More

ქართული კერძები და ღვინოები

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

Read More

სერვისები და შეთავაზებები

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება

Read More

ბადრიჯანი ნიგვზის სატენით

ბადრიჯანი ჩავჭრათ სამი-ოთხი სანტიმეტრის სიგრძეზე. როდინში დავნაყოთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი. დამზადებული მასალით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯნის ჩაჭრილი სივრცე. დავაწყოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე, სახურავი დავახუროთ და შევწვათ ყოველი მხრიდან. დავალაგოთ ლანგარზე და ზევიდან მოვაყროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. მ ა ს ა ლ ა: ბადრიჯანი – 1 კგ; ნიგოზი – 1 ჩ.ჭ; ცხიმი – 100 გრ;

Read More

შემწვარი ბადრიჯნის ხიზილალა

მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. მოვაცალოთ კანი, დარჩენილი რბილი ნაწილი დავკეპოთ კარგად; დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, წიწაკა ან პილპილი, მარილი, ავურიოთ, მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი ქინძი, მოვასხათ მცენარეული ზეთი და ძმარი. მ ა ს ა ლ ა: ბადრიჯანი – 500 გრ; ხახვი 2-3 თავი; ოხრახუში, რეჰანი 3-3 ძირი; ზეთი 3-4 სუფრის

Read More

როგორ უნდა მოვამზადოთ გუფთა ბოსტნეულით

ამისთვის დაგჭირდებათ: 500გ. კომბოსტო, 400გ. კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 500გ ჭარხალი, 1ლ ხორცის ბულიონი, მარილი, პილპილი გემოვნებით, 300 გ ხორცის ფარში, 3-4 ს/კ დაფქული ორცხობილა, 1 შეკვრა ოხრახუში, 1-2 ცალი დაფნის ფოთოლი, 150 გ არაჟანი, 1 ს/კ ლიმონის წვენი. მომზადების წესი: დაჭერით კომბოსტო და ხახვი წვრილად, კარტოფილი და ჭარხალი კი _ კუბიკებად. ბოსტნეული ჩააწყვეთ ბულიონში,

Read More

ბადრიჯანი ნივრით

1 კგ ბადრიჯანი 6-7 თავი ხახვი ზეთი საჭიროებისამებრ ძმარი ნიორი მარილი გემოვნებით სიგრძეზე დაჭრილ ბადრიჯანს დავაყაროთ მარილი და 1 საათის შემდეგ გავწუროთ. შევწვათ ორივე მხრიდან. წვრილად დაჭრილი ხახვი ავურიოთ ბადრიჯანში და დავაწყოთ თეფშზე. ზემოდან მოვასხათ ძმარში გახსნილი დანაყილი ნიორი. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

სალათა შებოლილი სულგუნით

300გ კარტოფილი 300 გ შებოლილი სულგუნი 2 თავი ხახვი 100 გ მაიონეზი მარილი, შავი პილპილი გემოვნებით მოხარშული კარტოფილი დავჭრათ წვრილად, დავამატოთ ასევე წვრილად დაჭრილი სულგუნი, ხახვი და შევანელოთ მარილით, პილპილი და მაი … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

ძროხის ხორცის სალათა

500 გ. კომბოსტო 300 გ. ხორცი 200 გ. მაიონეზი 3 თავი ხახვი მარილი და პილპილი გემოვნებით მოვხარშოთ ხორცი და დავკეპოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კომბოსტო, პილპილი, მარილი, მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

ქათმის ხორცის სალათა

1 ქათამი 1,5 ჩ/ჭ ბრინჯი 3-4 თავი ხახვი 3 სტაფილო 1 კონა კამა 200 გ მაიონეზი უცხო სუნელი, შავი პილპილი გემოვნებით მოხარშულ ქათმის ხორცს მოვაცილოთ ძვლები და წვრილად დავჭრათ. ცალკე მოვხარშოთ ბრინჯი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუსოთ გახეხილ სტაფილოსთან ერთად. ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთსი, დავუმატოთ მწვანილი, უცხო სუნელი, შავი პილპილი, მარილი და მოვასხათ მაიონეზი. … წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/

აჯაფსანდალი

2 კგ ბადრიჯანი 1 კგ პამიდორი 3-4 ბულგარული წიწაკა 2 სტაფილო 1 კგ კარტოფილი 1-1 კონა მწვანილი გათლილი, რგოლებად დაჭრილი ბადრიჯანი შევწვათ ორივე მხრიდან, ცალკე ზეთში მოვშუშოთ ხახვი, წვრილად დაჭრილი სტაფილო და წითელი ბურგალური წიწაკა. ასევე ცალკე ზეთში შევწვათ კარტოდილი. ღრმა ჭურჭელში ფენებად ჩავაწყოთ ბადრიჯანი, შემდეგ მოშუშული ხახვი, შემწვარი კარტოფილი. წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი,

Read More

შემწვარი ქათამი არაჟნით

1 ქათამი 1 ჩ/ჭ ორცხობილას ფხვნილი 50 გ კარაქი 1 ჩ/ჭ არაჟანი მარილი გემოვნებით გასუფთავებულ ქათამს მოვაყაროთ მარილი, დავდოთ ტაფაზე, მოვასხათ კარაქი და შევდგათ გახურებულ აირღუმელში. შეწვის შემდეგ ქათამი გადავიტანოთ თეფშზე. ტაფაზე დარჩენილ წვენს დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი ან ბულიონი, დავაყაროთ დანაყილი ორცხობილა, მოვშუშოთ, დავასხათ არაჟანი და შემზადებული წვენი დავასხათ დაჭრილ ქათამს. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი

Read More

ხორცი ტომატის გარნირით

1 კგ ხბოს ხორცი 2 ს/კ ტომატის პასტა 4 თავი ხახვი 2 ს/კ ფქვილი მარილი ზეთი საჭიროებისამებრ. ბრტყლად გაჭრილი ხბოს ხორცი ჩავდოთ ზეთიან ღრმა ტაფაში ისე, რომ სანახევროდ ფარავდეს და შევწვათ. გავაკეთოთ ტომატის სოუსი: ცალკე მოვშუშოთ ხახვი ტომატის პასტაში და დავუმატოთ მოშუშული ფქვილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მარილი. დავჭრათ ხორცი სასურველი ფორმის ნაჭრებად, დავაწყოთ

Read More