როგორ უნდა მოვამზადოთ გუფთა ბოსტნეულით

ამისთვის დაგჭირდებათ:

500გ. კომბოსტო,

400გ. კარტოფილი,

1 თავი ხახვი,

500გ ჭარხალი,

1ლ ხორცის ბულიონი,

მარილი, პილპილი გემოვნებით,

300 გ ხორცის ფარში,

3-4 ს/კ დაფქული ორცხობილა,

1 შეკვრა ოხრახუში,

1-2 ცალი დაფნის ფოთოლი,

150 გ არაჟანი,

1 ს/კ ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

დაჭერით კომბოსტო და ხახვი წვრილად, კარტოფილი და ჭარხალი კი _ კუბიკებად.

ბოსტნეული ჩააწყვეთ ბულიონში, დაუმატეთ მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი და ხარშეთ 45 წუთი.

ფარშს შეურიეთ კვერცხი და დაფქული ორცხობილა. დაუმატეთ მარილი, პილპილი, მოამრგვალეთ პატარა ბურთულებად და ხარშვის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ჩაუშვით ბულიონში.

არაჟანში შეურიეთ ლიმონის წვენი და კერძს მოასხით.

წყარო: http://www.populars.ge/category-7.html