ბადრიჯანი ნიგვზის სატენით

ბადრიჯანი ჩავჭრათ სამი-ოთხი სანტიმეტრის სიგრძეზე. როდინში დავნაყოთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი. დამზადებული მასალით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯნის ჩაჭრილი სივრცე. დავაწყოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე, სახურავი დავახუროთ და შევწვათ ყოველი მხრიდან. დავალაგოთ ლანგარზე და ზევიდან მოვაყროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

მ ა ს ა ლ ა: ბადრიჯანი – 1 კგ; ნიგოზი – 1 ჩ.ჭ; ცხიმი – 100 გრ; ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

წყარო: http://www.populars.ge/category-7.html