პროექტი „ქართული რესტორნები მსოფლიოში, ქართული კერძები და სასმელები “

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ რესტორნებს ფუნციონირებაში; გაუკეთოს რეკლამა - უპირველესად, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ პირთა შორის; მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაციები; ხელი შეუწყოს სარესტორნო საქონლის მომგებიან შესყიდვებში საქართველოდან

ქართული რესტორნები

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

Read More

ქართული კერძები და ღვინოები

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

Read More

სერვისები და შეთავაზებები

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება

Read More

წვნიანი ბარდით (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (შეიძლება უამისოდაც), მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ორად გაჭრილი კარტოფილი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი პამიდორი ან ტომატი და მოურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით), მაშინვე ჩაყარეთ ბარდა და ადუღეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. შეაზავეთ

Read More

წვნიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ გახეხილი პამიდორი ან ტომატი. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით). ჩაყარეთ პატარა კონებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ნიორი. როცა კომბოსტო მოიხარშება, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: ზეთი – 100-150 გ. ხახვი – 2 თავი სტაფილო – 2 ცალი

Read More

ლობიოს წვნიანი (1)

გადარჩეული, გარეცხილი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ნახარში წვენი გადაღვარეთ. ბლომად დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ლობიოს მოხარშვამდე. შემდეგ დაუმატეთ: სიგრძეზე ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მაკარონი, ორად გაჭრილი კარტოფილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, შეურიეთ კერძს. (თუ წვენი

Read More

ახალი კარტოფილი კვერცხით

* 1 კგ კარტოფილი * 2‐3 თავი ხახვი * 100 გრ კარაქი * 100 გრ რძე * 5 კვერცხი * 1‐1 კონა მწვანილი * პილპილი * მარილი გემოვნებით მოხარშული ახალი კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხრაკოთ წვრილად. დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად. შევაზაოთ კამით, ოხრახუშით, ტარხუნით. შემდეგ მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და

Read More

სტაფილოს ფხალი

1 კგ უმი სტაფილო გავხეხოთ, გავწუროთ და დაუმატოთ სუნელები: ყვითელი ყვავილი, ქინძი, უცხო სუნელი, ნიორი, ცოცხალი ქინძი,მარილი, ვისაც უყვარს მწარე დაამატოს წიწაკა , ნიგოზი და ბოლოს მოვასხათ მაიონეზი. ეს ყველაფერი აურიოთ კარგად .სუფრაზე მიტანისას მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით. … წყარო: http://www.populars.ge/category-7.html

კომბოსტოს სალათა

კომბოსტო ‐ 500 გ;ძმარი ‐ 1/4 ჩაის ჭიქა;შაქრის ფხვნილი ‐ 0,5 ჩაის კოვზი;ზეთი ‐ 1 სუფრის კოვზი, მარილი ‐ გემოვნებით. კომბოსტოს მოაშორეთ უვარგისი ფოთლები, გარეცხეთ და დაჭერით წვრილ ღერებად, მოაყარეთ მარილი და ხელით ასრისეთ. როცა დარბილდება, გაწურეთ კარგად. მოათავსეთ სასალათეში, მოასხით შაქრიანი ძმარი. 30‐40 წუთის შემდეგ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი … წყარო: http://www.populars.ge/category-7.html

წიწილა-ტაბაკა

1 ც წიწილა, 100 გრ კარაქი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით. წიწილა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავჭრათ მკერდის მხარეს მთელ სიგრძეზე და ამოვატრიალოთ. ფეხებით ზევით, ანუ მივცეთ ბრტყელი ფორმა, მოვაყაროთ მარილი ორივე მხრიდან და დავდოთ.ცხელ , ცხიმიან ტაფაზე. ზემოდან დავაფაროთ თეფში, რომელსაც დავადოთ სიმძიმე, იმისათვის რომ. წიწილა მჭიდროდ მიეკრას ტაფას. ტაფა შემოვდგათ ცეცხლზე, შევწვათ 40-50 წუთის განმავლობაში. ჯერ

Read More

ანანასის სალათი

*ქათმის ფილე (1 ქათმის თეთრი ხორცი) * 1 ქილა დაკონსერვებული ანანასი * მაიონეზი გემოვნებით მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავჭრათ კუბიკებად. დაკონსერვებული ანანასი დავჭრათ პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ და შევაზაოთ მაიონეზით. … წყარო: http://www.populars.ge/category-7.html

კარტოფილის მობრაწულა

კარტოფილი გავფრცქვნათ, გავრეცხოთ, დავწუროთ და დავჭრათ თხელ, მრგვალ ნაჭრებად. აირღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსამდე. ფორმას წავუსვათ ცოტა კარაქი, დავაწყოთ ნახევარი კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დანაყული ნიორი, ნახევარი ყველი, დავადოთ კარაქის ნაწილი. ზევიდან დავაყაროთ დარჩენილი კარტოფილი და ისევ ყველაფერი. რძე შევურიოთ ნაღებში, შევკაზმოთ მარილით, პილპილით და დავასხათ კარტოფილს. დავახუროთ ქვაბის სახურავი, შევდგათ აირღუმელში და შევწვათ. 50 წუთის

Read More

როგორ აკეთებენ “ზამაცები” სალათს

იმისთვის, რომ მოამზადოთ “ზარმაცების” სალათი, თქვენ დაგჭირდებათ: 1კგ. კარტოფილი, 1 თავი ხახვი, მარილი, მაიონეზი. კარტოფილი მარილწყალში მოხარშეთ, გაფრცქვენით, დაჭერით, ხახვიც დაჭერით, ადუღებული წყლით მოთუთქეთ, მერე კარტოფილი და ხახვი ერთმანეთს შეურიეთ და მაიონეზი მოასხით, თუ გაქვთ მჟავე კიტრიც დაუმატეთ.