ქართული რესტორნები
საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება
200 გ. დარბილებულ მარგარინს დააყარეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ნელთბილი წყალი, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი (ძმარში გახსნილი) სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი გემოვნებით, დააყარეთ 3-3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გამზადებული ცომი გაყავით ორ ნაწილად. ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტას მოაყარეთ ფქვილი და ზედ მოათავსეთ ცომის ერთი ნაწილი, კოვზით
1,5 ჩაის ჭიქა წყალს შეურიეთ 200 გ. გამდნარი მცენარეული მარგარინი ან ქოქოსი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, ძმარში გახსნილი 2 ჩაის კოვზი სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 4 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი და
2 ჩაის ჭიქა გახეხილი ვაშლი, 1 ჩაის ჭიქა ზეთი, 1 ჩაის ჭიქა ქიშმიში, 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ძმარში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სოდა, დანის წვერით მარილი, ვანილი, 1 ლიმონის ცედრა, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს. ცომი ჩადეთ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე. გამზადებულ ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
კობრს გავაცალოთ ქაცვი, გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, მოვხარშოთ მარილწყალში. ამოვიღოთ ქაფქირით და დავაწყოთ ლანგარზე. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ბროწეულის წვენში, დავამატოთ მარილი, ნახევარი ჩაის ჭიქა თევზის ნახარში წვენი, ავურიოთ და გადავასხათ მოხარშულ თევზს. მასალა: კობრი – 1 კილოგრამი ქინძი – 4 ძირი ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა ნიორი – 2-3 კბილი ბროწეულის წვენი
გამოშიგნული, გარეცხილი წვრილი თევზი დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შეწვით. ერთად დანაყეთ წიწაკა, ნიორი, ქინძი, მარილი, გახსენით ბროწეულის წვენში. შემწვარი თევზი ლანგარზე დაალაგეთ, ზემოდან მოასხით ბროწეულის საწებელი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დარჩეული ბროწეულის მარცვლები. მასალა: წვრილი თევზი – 1 კილოგრამი მცენარეული ზეთი – 4-5 სუფრის კოვზი ქინძი – 5 ძირი ბროწეული –
გასუფთავებული, გარეცხილი და ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, თორუჯი) ერთ ფენად მოათავსეთ ქვაბში, მოასხით ზეთი, ზედ დააყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ხახვი, ლიმონი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი; მოასხით ზეთი. შემდეგ ფენად დააწყვეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი; მოასხით ზეთი, დაახურეთ ქვებს სახურავი და ხარშეთ, სანამ მზად არ იქნება. მასალა: თევზი – 1 კილოგრამი პამიდორი – 1 კილოგრამი
ქამბალა ერთი-ორი საათით დაალბეთ თბილ წყალში, მოაშორეთ ქაცვი, გადააძვრეთ კანი, დაჭერით ნაჭრებად და მოხარშეთ მარილწყალში ან შეწვით ზეთში, ორივე მხრიდან. ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი ერთად კარგად დანაყეთ, გახსენით ადუღებულ ცივ წყალში, დაუმატეთ ძმარი და აურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თევზი დააწყვეთ ლანგარზე და ზემოდან გადაასხით მომზადებული საწებელი. მასალა: ქამბალა – 1 კილოგრამი ზეთი – 2-3
ორაგული გაწმინდეთ, გარეცხეთ, წაუსვით მარილი, დაჭერით ნაჭრებად და შეწვით. ძმარში აურიეთ დაკეპილი ხახვი და ნელ ცეცხლზე მოშუშეთ, მერე ჩააწყვეთ შიგ შემწვარი ორაგული და წამოადუღეთ. …. წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm
ლოქო გაასუფთავეთ, დაჭერით ნაჭრებად, გარეცხეთ, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოხადეთ ქაფი, ჩაყარეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ადუღეთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოიღეთ. მასალა: ლოქო – 1 კილოგრამი დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი ქინძი – 6-7 ძირი პილპილი, ტყემლის ტყლაპი, მარილი
გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი ან ზუთხი) ორივე მხრიდან შეწვით ცხელ ტაფაზე მცენარეულ ზეთში. პამიდორი გახეხეთ სახეხზე, ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ მცენარეული ზეთი, დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ შესქელებამდე. ხარშვის დასრულებისას დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ხახვი დაჭერით მრგვალად, მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე და მოშუშეთ. შემწვარი თევზი ლანგარზე დაალაგეთ, მოასხით მოშუშული ხახვი და