შემწვარი თართი ან ზუთხი პამიდვრის საწებლით (3)

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი ან ზუთხი) ორივე მხრიდან შეწვით ცხელ ტაფაზე მცენარეულ ზეთში.

პამიდორი გახეხეთ სახეხზე, ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ მცენარეული ზეთი, დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ შესქელებამდე. ხარშვის დასრულებისას დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

ხახვი დაჭერით მრგვალად, მოათავსეთ ზეთიან ტაფაზე და მოშუშეთ. შემწვარი თევზი ლანგარზე დაალაგეთ, მოასხით მოშუშული ხახვი და ზემოდან პამიდვრის საწებელი.

მასალა:

თევზი (თართი ან ზუთხი) – 1 კილოგრამი

ხახვი – 3-4 თავი

პამიდორი – 1 კილოგრამი

მცენარეული ზეთი – 5 სუფრის კოვზი

ოხრახუში – 2 ძირი

წიწაკა და მარილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm