პროექტი „ქართული რესტორნები მსოფლიოში, ქართული კერძები და სასმელები “

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ რესტორნებს ფუნციონირებაში; გაუკეთოს რეკლამა - უპირველესად, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ პირთა შორის; მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაციები; ხელი შეუწყოს სარესტორნო საქონლის მომგებიან შესყიდვებში საქართველოდან

ქართული რესტორნები

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

Read More

ქართული კერძები და ღვინოები

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

Read More

სერვისები და შეთავაზებები

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება

Read More

ისპანახის გულსართი

2 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1 კონა ქინძი, 100 გრ ზეთი, წითელი წიწაკა, მარილი-გემოვნებით. ისპანახი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიტანოთ თუშფალანგზე. როცა გაცივდება, ხელით გავწუროთ, წვრილად დავკეპოთ დანით. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დავამატოთ ქინძი, შევაზავოთ მარილითა და წითელი წიწაკით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სტაფილოს ფხალი

1 კგ უმი სტაფილო გავხეხოთ,გავწუროთ და დაუმატოთ სუნელები: ყვითელი ყვავილი, ქინძი, უცხო სუნელი, ნიორი, ცოცხალი ქინძი,მარილი,ვისაც უყვარს მწარე დაამატოს წიწაკა , ნიგოზი და ბოლოს მოვასხათ მაიონეზი.ეს ყველაფერი აურიოთ კარგად .სუფრაზე მიტანისას მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ბადრიჯანი ნიგვზით და ძმრით

ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, დანით გავსეროთ სიგრძეზე ასე, რომ ერთმანეთს არ მოშორდეს, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, დავალაგოთ ლანგარზე, ზევიდან დავადოთ სიმძიმე, რომ ბადრიჯანი კარგად გაიწუროს. ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ერთად. ზეთი გამოვხადოთ, ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ და შევინახოთ. დანაყილ ნიგოზში ავურიოთ: მარილი, ძმარი, ქინძი, ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახური, წიწაკა.

Read More

შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზის წვენით

ბადრიჯანი დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და ცოტა ხნის შემდეგ გავწუროთ. დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ. მოვამზადოთ ნიგვზიანი წვენი: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, გამოვწუროთ ზეთი; წვრილად დავჭრათ ხახვი, რეჰანი, ქონდარი, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, ომბალო, კამა. ყველაფერი ეს გავხსნათ ძმარში, რომელშიც არეული იქნება 5-6 სუფრის კოვზი ადუღებული, ცივი წყალი. ამ წვენში

Read More

ბადრიჯნის საცივი

გრძლად დაჭრილი პატარა ზომის ბადრიჯნები მოვხარშოთ და გავწუროთ ზემოთ აღწერილი წესით. წვრილად დავჭრათ ხახვი, მოვხრაკოთ ზეთში. ხახვი რომ შეწითლდება, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ. ჩავუმატოთ დანაყილი ნიგოზი ხმელ სუნელთან, მარილთან, ნიორთან და წიწაკასთან ერთად; დავამატოთ მიხაკ-დარიჩინი, ღვინის ძმარი და ადუღებული, ცოტა ცივი წყალი. წვენში ჩავაწყოთ ბადრიჯნები. მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი ზეთი –

Read More

ბადრიჯანი ცხვრის დუმით – შამფურზე

წვრილად დაჭრილ დუმას და დარჩეულ ნიორს მოვაყაროთ მარილი და ჩავდოთ ოდნავ ჩაჭრილ ბადრიჯანში, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ. როდესაც ბადრიჯანი მზად იქნება დავაწყოთ დიდ თეფშზე ან ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი – მწვანილი და მოვასხათ ძმარი. მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი ცხვრის დუმა – 200 გრამი ნიორი – 3-4 კბილი ხახვი – 2 თავი ოხრახუში –

Read More

აჯაფსანდალი

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი. ასე გავაჩეროთ სამი-ოთხი საათი. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ მარილმოყრილი და კარგად გაწურული ბადრიჯანი. როცა მოიშუშება, დავასხათ გაფცქვნილი, დაჭრილი პამიდორი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიორი, ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი პამიდორი – 500-600 გრამი კარტოფილი –

Read More

აჯაფსანდალი (მეორენაირად)

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად; კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ; ხახვი დავკეპოთ წვრილად; პამიდორს მოვაცილოთ კანი და დავჭყლიტოთ; რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე წიწაკა გავარჩიოთ, დავჭრათ წმინდად. ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ ხახვი, ბადრიჯანი, პამიდორი, კარტოფილი, მწვანილი. ასე გავიმეოროთ, სანამ მასალა გვეყოფა. დავასხათ ზეთი (ან ერბო), დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. მასალა: ბადრიჯანი –

Read More

ბადრიჯანი ყველით და მაწვნით

მომცრო ბადრიჯნებს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, ზევითა მხრიდან მჭრელი დანით გამოვაცალოთ თესლი, დავაწყოთ თინიქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. როცა ბადრიჯანი ნახევრად შეიწვება, გამოვიღოთ. მოვხარშოთ კვერცხი, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ დაფხვნილ ყველში და ერბოში, შევურიოთ წვრილად დაჭრილი პიტნა. ამ მასალით გამოვტენოთ ნახევრად შემწვარი ბადრიჯანი, დავაწყოთ ერბოწასმულ ტაფაზე და შევდგათ ღუმელში. როცა მზად იქნება, ზემოდან მოვასხათ არაჟანი ან

Read More

ბადრიჯნის ბორანი

ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ სიგრძეზე თხელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1 საათი, მერე კარგად გავწუროთ, რომ წყალი არ შეჰყვეს. ტაფაზე დავასხათ ერბო, ჩავდოთ შიგ გაწურული ბადრიჯანი, დაჭრილი ხახვი და კარგად მოვშუშოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დაჭრილი პიტნა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი. ასე მომზადებული ბადრიჯანი გადავიღოთ ერთ წყებად ლანგარზე, ზედ დავაწყოთ ნაჭრებად დაჭრილი წიწილის ტაბაკა, ზემოდან ისევ ბადრიჯანი, მოვასხათ

Read More