ბადრიჯნის საცივი

გრძლად დაჭრილი პატარა ზომის ბადრიჯნები მოვხარშოთ და გავწუროთ ზემოთ აღწერილი წესით. წვრილად დავჭრათ ხახვი, მოვხრაკოთ ზეთში. ხახვი რომ შეწითლდება, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ. ჩავუმატოთ დანაყილი ნიგოზი ხმელ სუნელთან, მარილთან, ნიორთან და წიწაკასთან ერთად; დავამატოთ მიხაკ-დარიჩინი, ღვინის ძმარი და ადუღებული, ცოტა ცივი წყალი. წვენში ჩავაწყოთ ბადრიჯნები.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

ზეთი – 50 გრამი

ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა

ხმელი სუნელი – 2 ჩაის კოვზი

ძმარი – 0,5 ჩაის ჭიქა

ყვითელი ყვავილი – 1 ჩაის კოვზი

მიხაკ-დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი

წყარო: http://www.mzareuli.com/