Category Archives: კატეგორიის გარეშე

ხაშლამა

ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ნივრის კბილები. როცა ხორცი კარგად მოიხარშება შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ. შავი ღვინო უხდება ძალიან. საჭირო მასალა: » საქონლის ხორცი _ 1 კილო

Read More

ხაშლამა ბატკნის ხორცით

ბატკნის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ მარილი, დაჭრილი ბატკნის ხორცი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა ხორცი მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ და სუფრაზე ისე მივიტანოთ. ბატკნის ხორცი შეიძლება მოიხარშოს უმარილო წყალში და როცა ლანგარზე ამოვალაგებთ, მარილი ცხელ-ცხელს მოვაყაროთ. საჭირო მასალა: » ბატკნის ხორცი _ 1 კილო » მარილი

Read More

აჩმა

კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს). შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ

Read More

აჭარული ხაჭაპური

ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი, ან რძიანი წყლით), გავათბოთ (დაახლოებით 30 გრადუსამდე), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. სანამ ცომი ცარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე,

Read More

ელარჯი

მოვხარშოთ ღომი ჩვეულებრივი წესით; გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ჩავყაროთ შიგ თხელ ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი ჭყინტი ყველი ან ახლად ამოყვანილი სულგუნი. სუთით კარგად ავურიოთ, დავდგათ ისევ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ ყველი კარგად არ ჩაიზილება ღომში. საჭირო მასალა: » ყველი _ 500 გრამი » სიმინდის ფქვილი _ 1 კილო ….. წყარო: http://gigol.net/?cat=4

ლობიანი

მოვზილოთ ცომი წყლით, გავაბრტყელოთ, ზედ ორი თითის სისქეზე მოვათავსოთ მომზადებული ლობოი და ჩვეულებრივი წესით გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში. ლობიოს მომზადების წესი: მოვხარშოთ ლობიო, გავწუროთ თუშფალანგზე. მიღებული მასალა მოვათავსოთ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ ღორის შიგნეულის გამდნარი ქონი (500 გრამ ლობიოზე 2 სუფრის კოვზი), კარგად მოვშუშოთ, შევაზავოთ მარილით, შავი პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ. შეგიძლიათ ლობიო გაფცქვნათ. ამისათვის

Read More

ლულა ქაბაბი

ცხვრის ხორცი რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე,

Read More

ცომში შემწვარი თევზი

ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, ორი სუფრის კოვზი ზეთი ან ერბო, აურიეთ და გახსენით 0,5 ჩაის ჭიქა თბილი წყლით ისე, რომ არ იყოს პატარა გროვები. ცომიან ჯამს სუფთა ტილო დააფარეთ და ასე გააჩერეთ ცოტა ხანს. თევზი (ფხა გამოცლილი) 1 სანტიმეტრის სისქის და 5-7 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მერე დააწურეთ

Read More

კიბორჩხალი ნიგვზის სატენით

კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მოვხარშოთ მარილწყალში; შემდეგ დავაწყოთ საცერზე; როცა წყალი ჩამოიწურება, კიბორჩხალებს მოვაცილოთ კისერი, ფეხები, ხორცი და დავნაყოთ. ავურიოთ დანაყილი ნიგოზი და ქინძი; მოვაყაროთ დანაყილი დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, მარილი; კარგად ავურუიოთ და ამ სატენით ამოვავსოთ კიბორჩხალის წითელი ქალა. სუფრაზე მიტანისას კიბორჩხალები დავაწყოთ მწვანილით მორთულ ლანგარზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ტყემლის საწებელი. საჭირო მასალა: » კიბორჩხალა

Read More

ლოქო წვენით

ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ მარილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ვადუღოთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ. საჭირო მასალა: » ლოქო _ 1 კილო » დაფნა _ 3 ცალი » ქინძი _ 7 ძირი »

Read More