ხაშლამა

ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ნივრის კბილები. როცა ხორცი კარგად მოიხარშება შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ. შავი ღვინო უხდება ძალიან.

საჭირო მასალა:

» საქონლის ხორცი _ 1 კილო

» დაფნა _ გემოვნებით

» პილპილი _ გემოვნებით

» ნიორი _ გემოვნებით

» მარილი _ გემოვნებით

» ოხრახუში _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4