Category Archives: კატეგორიის გარეშე

გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ოთკუთხედ ნაჭრებად. ავურიოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი ხმელი სუნელი, ნიორი, გავხსნათ ბულიონში, დავამატოთ ძმარი ან ბროწეულის წვენი, მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ

Read More

ღორის კუჭმაჭი

კარგად გარეცხილი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი) დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ცხიმში მოვშუშოთ. ხახვი დავჭრათ, დავუმატოთ კუჭმაჭს და კარგად მოვხრაკოთ თავისივე გამოყოფილ ცხიმში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით, ქონდარით (შეიძლება ხმელი ქონდარიც), ქინძით. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული. საჭირო მასალა: » კუჭმაჭი _ 1 კილო » ღორის ქონი _ 200 გრამი »

Read More

ღორის თავ-ფეხის საცივი

ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შეიძლება კარგად გავრეცხოთ. ფეხები გავჭრათ შუა-შუა; თავი კი გავჭრათ ოთხად. მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავდგად მოსახარშად. დუღილის დროს ჩავამატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილი. როდესაც ხორცი ისე მოიხარშება, რომ ჩაიშლება და ძვლებს მოშორდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვალაგოთ ნახარშიდან, მოვაშოროთ ძვლებს რბილები და დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ სუფთა ქვაბში, ზევიდან დავაწუროთ თავისი

Read More

ღორის ხორცის მწვადი

მსუქანი ღორის ხორცი (უმჯობესია ზურგის ნეკნებიანი მხარე, ბარკლის ნაჭერი და სხვა) დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მწვადი მზად იქნება, მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები. სუფრაზე მწვადთან ერთად, ცალკე მივიტანოთ ბროწეულის ან ტყემლის საწებელი. საჭირო მასალა: »

Read More

ინდაურის ან ქათმის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად ვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს, ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ. ყვითელი

Read More

მოხარშული ენა

გასუფთავებული, კაგად გარეცხილი ენა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 1.5 საათი. თუ ენა დამარილებულია, მაშინ ის ჯერ უნდა დალბეს ცივ წყალში და მერე იხარშოს 2.5-3 საათი. მოხარშული ენა ამოიღეთ ბულიონიდან, გადაავლეთ ცივი წყალი, მოაცილეთ კანი, დაჭერით ნაჭრებად, მოათავსეთ შესაფერ ჭურჭელზე და დაასხით ზედ 2-3 სუფრის კოვზი ბულიონი. გარნირად გვერდზე მოუწყვეთ მოხარშული

Read More

ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ, როცა წვენს გამოყოფს, გადავასხათ ცალკე ჭურჭელში და შევინახოთ. ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მოშუშულ ხორცს, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ვახრაკოთ, სანამ ხორცი კარგად არ შეწითლდება. ხანგამოშვებით კოვზით კარგად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიწვას. მოხრაკულ ფრინველის ხორცს დავასხათ მისივე წვენი, შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით (ქინძი,

Read More

საქონლის ტვინი

საქონლის ტვინს გადავავლოთ მდუღარე წყალი, გავასუფთავოთ კანისაგან, გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვხრაკოთ ცხიმიან, გაცხელებულ ტაფაზე. როდესაც ოდნავ შეწითლდება, ჩავამატოთ კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში და კიდევ გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ მთლიანად გადავიღოთ ტაფაზე, ზევიდან მოვასხათ არაჟანთან ერთად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. როცა მზად

Read More

სუკის მწვადი

მთელი სუკი გავრეცხოთ, მოვაშოროთ ძარღვები, წამოვაგოთ შამფურზე მთელი სიგძით. თავში და ბოლოში მაგრად შემოვახვიოთ ძაფი, წავუსვათ მარილი და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური ხშირად უნდა ვაბრუნოთ, რადგან მწვადი ყოველი მხრიდან უნდა შეიწვას და თან შეინარჩუნოს ის წვენი, რომელიც სუკს აქვს. ასეთნაირად მომზადებული მწვადი შეიძლება შეიწვას ღუმელშიც. სუკი ისე ძალიან არ უნდა შევწვათ, რომ გამოხმეს. გაჭრისას შიგნიდან უნდა

Read More

ტოლმა ვაზის ფოთოლში

ძროხის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ პილპილი, მარილი, კვერცხი, სხვადასხვა მწვანილი და კარგად ავზილოთ. ვაზის ფოთოლი გავარჩიოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, წამოვადუღოთ ერთი პირი, ამოვალაგოთ და გავაცივოთ. თითო კაკლისოდენა გამზადებული ხორცი ვაზის ფოთოლში სათითაოდ შევახვიოთ, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ, დავაწყოთ ლანგარზე,

Read More