მსუქანი ღორის ხორცი (უმჯობესია ზურგის ნეკნებიანი მხარე, ბარკლის ნაჭერი და სხვა) დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მწვადი მზად იქნება, მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები. სუფრაზე მწვადთან ერთად, ცალკე მივიტანოთ ბროწეულის ან ტყემლის საწებელი.
საჭირო მასალა:
» ღორის ხორცი _ 1 კილო
» მარილი _ გემოვნებით
» ხახვი _ გემოვნებით
» ოხრახუში _ გემოვნებით
…..
წყარო: http://gigol.net/?cat=4