ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ, როცა წვენს გამოყოფს, გადავასხათ ცალკე ჭურჭელში და შევინახოთ.

ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მოშუშულ ხორცს, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ვახრაკოთ, სანამ ხორცი კარგად არ შეწითლდება. ხანგამოშვებით კოვზით კარგად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიწვას. მოხრაკულ ფრინველის ხორცს დავასხათ მისივე წვენი, შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა), პილპილითა და მარილით.

საჭირო მასალა:

» ქათამი ან ვარია _ 1 ცალი

» ხახვი _ 5 თავი

» კარაქი ან ერბო _ 150 გრამი

» მწვანილი _ გემოვნებით

» პილპილი _ გემოვნებით

» მარილი _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4