Category Archives: კატეგორიის გარეშე

სუპი რძეში გადაზელილი ყველით

იმერული ყველი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი რძე და მოვხარშოთ. მოხარშული ყველი რძიდან ამოვიღოთ და დავიწყოთ კოვზით დაზელვა. დაზელვის დროს თანდათან დავამატოთ თითო ჩამჩა მდუღარე რძე, წვრილად დაჭრილი პიტნა და გავაგრძელოთ დაზელვა. გადაზელვის შემდეგ რძე უკან ჩავასხათ მდუღარე რძეში. ყველს დავასხათ ისევ რძე და გავაგრძელოთ ზელვა. ასე მოვიქცეთ, სანამ ყველი კარგად არ გადაიზილება

Read More

შინდის შეჭამანდი ნიგვზით (რაჭულად)

გარჩეული და სუფთად გარეცხილი შინდის ჩურჩა მოვათავსოთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. როდესაც ადუღდება ჩავამატოთ დაკეპილი ხახვი და შინდის წვენში გახსნილი სიმინდის ფქვილი. ათი წუთი დუღილის შემდეგ გადმოვდგათ და შევაზავოთ წმინდად დანაყილი ნიგოზით, ახალი ქინძჳთ, კამით, ოხრახუშით, მარილით. სუფრაზე მივიტანოთ ულუფის ღრმა ჭურჭლით ზემოდან მოვაყაროთ დაკეპილი ახალი კამა და ოხრახუში. მასალა: შინდის ჩურჩა

Read More

დოს შეჭამანდი

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, მოვშუშოთ კარაქში, დავასხათ წყალში გახსნილი ახალი დო და თხუთმეტი წუთი ვადუღოთ. შევაზავოთ მარილით, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ნელ-ნელა ჩავუშვათ გათქვეფილი კვერცხები. შეიძლება დავუმატოთ წვრილად დაჭრილი პიტნა. მასალა: დო – 2 ჩაის ჭიქა ხახვი – 2 თავი კარაქი – 50 გრამი კვერცხი – 3 ცალი წყალი – 3 ჩაის ჭიქა მარილი –

Read More

დოს შეჭამანდი (მეორენაირად)

ხახვი წვრილად დავკეპოთ და მოვშუშოთ კარაქში ან ერბოში. ახალი დო გავხსნათ იმდენივე რაოდენობის წყალში. როდესაც ადუღდება, ჩავამატოთ მანანის მურღული და კარგად ვურიოთ. შევკაზმოთ დაკეპილი ახალი ტარხუნით, კამით, ყვითელი ყვავილით (ზაფრანა). როდესაც მზად იქნება, შევაზავოთ რძეში გახსნილი კვერცხით. მასალა: ახალი დო – 500 გრამი წყალი – 500 გრამი მანანის მურღული – 30 გრამი ხახვი – 2-3

Read More

რძის სუპი კვერცხით და მწვანილით

რძე ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ მარილი, წვრილად დაჭრილი ქონდარი, დავამატოთ დანაყილი ნიორი და თანდათანობით ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხები. როცა კვერცხი მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ქონდარი და სუფრაზე მივიტანოთ. მასალა: რძე – 1 ლიტრი ქონდარი – 4-5 ძირი ნიორი – 3-4 კბილი კვერცხი – 4 ცალი მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

ნიგვზიანი სუპი

ნიგოზი დავნაყოთ, ხახვი დავკეპოთ ძალიან წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, დავდგათ ცეცხლზე და კარგად ჩავთუთქოთ. მერე დავასხათ 6 ჩაის ჭიქა წყალი, რომელშიც შერეულია 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და ძმარი. 15-20 წუთი დუღილის შემდეგ ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ოხრახუში, კამა, ქინძი და წამოვადუღოთ. შევაზავოთ მარილით და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მთლიანი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ და

Read More

რძის შეჭამანდი ხაჭოს ხინკლით

წვრილად დაკეპილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში; ხუთი წუთის შემდეგ ჩავამატოთ თეთრი პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ მდუღარე რძე და ამდენივე რაოდენობის წყალი. რძის შეჭამანდი შევანელოთ მარილითა და მცირე რაოდენობის შაქრის ფხვნილით. როცა კარგად ადუღდება, ჩავუშვათ წინასწარ მომხადებული ხაჭოს ხინკლები (მზადდება ისევე, როგორც სუპი ხორცის ხინკლით, მხოლოდ ხორცის მაგიერ ჩაიდება ხაჭო შეზავებული კვერცხით, მარილით და მცირეოდენი

Read More

ღოლოს სუპი

ცივ წყალში დავალბოთ გამხმარი ღოლო, მერე გავშალოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვადუღოთ სანამ მოიხარშება. შემდეგ წვენიდან ამოვიღოთ, წვრილად დავკეპოთ და ისევ თავის ნახარშ წვენში ჩავყაროთ. წყალში გავხსნათ ნახევარი ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, ორი სუფრის კოვზი დანაყილი ნიგოზი, მარილი, სუპში ჩავასხათ და კიდევ ვადუღოთ 20 წუთი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სატაცურის სუპი

სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, გავრეცხოთ, დავტეხოთ და ჩავყაროთ მდუღარე წყლიან ქვაბში. ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ ერბო, მოვშუშოთ და მოვათავსოთ სატაცურიან წვენში. ვადუღოთ; როცა სატაცური მოიხარშება დავამატოთ დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ წვენში გახსნილი სამი კარგად გათქვეფილი კვერცხი, თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. მასალა: სატაცური – 500 გრამი ხახვი –

Read More

არჯაკელის სუპი

გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარეწყლიან ქვაბში. ხახვი დავკეპოთ, მოვშუშოთ ერბოში და მოვათავსოთ აღნიშნულ წვენში. შევაზავოთ კარგად დანაყილი ნიგვზით, მარილით, ქინძით. როცა სუპი მზად იქნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ და თანდათანობით ვურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხი. მასალა: არჯაკელი (დაურჩეველი) – 500 გრამი ხახვი – 3-4 თავი ერბო – 3 სუფრის კოვზი ნიგოზი – 0,5 ჩაის ჭიქა კვერცხი – 2

Read More