ღოლოს სუპი

ცივ წყალში დავალბოთ გამხმარი ღოლო, მერე გავშალოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვადუღოთ სანამ მოიხარშება. შემდეგ წვენიდან ამოვიღოთ, წვრილად დავკეპოთ და ისევ თავის ნახარშ წვენში ჩავყაროთ. წყალში გავხსნათ ნახევარი ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, ორი სუფრის კოვზი დანაყილი ნიგოზი, მარილი, სუპში ჩავასხათ და კიდევ ვადუღოთ 20 წუთი.

წყარო: http://www.mzareuli.com/