Category Archives: კატეგორიის გარეშე

ყვავილოვანი კომბოსტოს ფხალი

ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ მდუღარე მარილწყალში და მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავაცივოთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ზაფრანა, მარილი. ნიგვზიდან გამოვხადოთ ზეთი და ცალკე შევინახოთ. ნიგვზიანი მასალა გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და ავურიოთ მოარშულ კომბოსტოში; მოვათავსოთ თეფშზე, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და დარჩეული ბროწეული. მასალა: ყვავილოვანი კომბოსტო – 1 კილოგრამი ნიგოზი –

Read More

ჭარხალი ნიგვზით

ჭარხალი კანიანად გავრეცხოთ, შევწვათ ან მოვხარშოთ. გავაცალოთ კანი და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა ერთად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი და მოხარშული ჭარხალი. გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ. მასალა: ჭარხალი – 1 კილოგრამი ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა ნიორი – 2 კბილი მწვანილი – 3-3 ძირი

Read More

სოკო ნიგვზით

სოკო დავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ სიგრძეზე და ჩავყაროთ ცივ წყალში. შემდეგ ხელით მაგრად გავწუროთ, მოვათავსოთ ფიცარზე და დანით წვრილად დავკეპოთ. ასევე წვრილად დავკეპოთ ხახვი. ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. წყალი რომ შეაშრება დავამატოთ ზეთი და ვშუშოთ. შემდეგ გადმოვიღოთ ლანგარზე. მოვაყაროთ წმინდად დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, მარილი, ქინძი, კარგად ავურიოთ და

Read More

მინდვრის ნაკრები ფხალი ნიგვზით

მინდვრის სხვადასხვა სახის ფოთლოვანი ფხალი – ბალბა, ჭინჭარი, თიკნისყურა, ქათანაცარა, ჩიტისთავა და სხვა გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავყაროთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გავწუროთ, კარგად დავკეპოთ და მოვათავსოთ რაიმე შესაფერ ჭურჭელში. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ახალი ქინძი, გავხსნათ ძმარში, დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა. კარგად ავურიოთ ფხალში, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი მწვანილი.

Read More

ღანძილი

ქორფა ღანძილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ. ხუთი-ათი წუთი დუღილის შემდეგ გადავწუროთ საწურზე, გადავავლოთ ცივი წყალი და ერთი საათით ჩავყაროთ ცივ წყალში. გავწუროთ კარგად დაშევამზადოთ ღვინის ძმარში გახსნილი დანაყილი ახალი ქინძით და მარილით. ზევიდან მოვასხათ ზეთი. მასალა: ღანძილი – 0,5 კილოგრამი ზეთი – 30 გრამი ქინძი, მარილი, ძმარი –

Read More

დანდური

ახალ, ქორფა დანდურს მოვაცილოთ მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავდოთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ. შემდეგ გავაგრილოთ, გავწუროთ, მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში და შევაზავოთ ღვინის ძმარში დანაყილი ნივრით, ახალი ქინძითა და მარილით. სურვილისამებრ შეიძლება მოვასხათ ცოტა ზეთი (უმჯობესია ნიგვზის ან ზეითუნის ზეთი). მასალა: დანდური – 0,5 კილოგრამი ნიორი – 3-4 კბილი ძმარი, მარილი, ზეთი, ქინძი –

Read More

სატაცური ნიგვზით

ტყის ან მინდვრის მწვანე, ახალი სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ მოხარშულ გაწურულ სატაცურში. მასალა: სატაცური – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა ნიორი – 2-3 კბილი ძმარი, ქინძი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

სვინტრი

ნორჩი, გაუშლელი სვინტრი გავრეცხოთ და ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გამოვწუროთ წყალი და შევაზილოთ დანაყილი ნიგოზი – გახსნილი ძმარში და წვრილად დაჭრილი ქინძი. მასალა: სვინტრი – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა ქინძი – 4-5 ძირი ძმარი, მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

არჯაკელი ნიგვზით

არჯაკელს მოვაშოროთ გაშლილი ფოთლები, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, ჩავყაროთ მარილწყალში და მოვხარშოთ. ხარშვის დროს ჩავყაროთ დანაყილი ნიგოზი და დაჭრილი ქინძი. მასალა: არჯაკელი – 5-6 ცალი ნიგოზი – 0,5 ჩაის ჭიქა ქინძი – 3-4 ძირი მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

ისპანახის მხალი

1 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ღვინის ძმარი ან ბროწეულის წვენი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. გადარჩეულ, გარეცხილ ისპანახს დავამატოთ რამდენიმე ძირი ქინძი და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, გადავიტანოთ თუშფალანგზე. როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით, მოვათავსოთ ხის დაფაზე და დავჭრათ. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ

Read More