Category Archives: კატეგორიის გარეშე

ისპანახი ნიგვზითა და ძმრით

1 კგ ისპანახი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, ღვინის ძმარი, 1 ცალი ბროწეული, კამა, ქინძი, ოხრახუში, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით და დავჭრათ. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა და მარილი დავნაყოთ ერთად, გავხსნათ ღვინის ძმრით, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი, ოხრახუში და ხახვი. მიღებული მასა

Read More

ისპანახი ზეთითა და ნიგვზით

1 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, ღვინის ძმარი, წიწაკა, ქინძი, მარილი – გემოვნებით. ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით და დავჭრათ. წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი დავნაყოთ ერთად და გავხსნათ ღვინის ძმრით. მოხარშულ ისპანახს შევურიოთ

Read More

პრასი ნიგვზით

500 გრ პრასა, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1/2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, 1 ჩაის კოვზი იმერული ზაფრანა, 1/2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, ღვინის ძმარი, 1 ბროწეული, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. გადარჩეული, გარეცხილი პრასა მოვათავსოთ მდუღარე – წყლიან ქვაბში, შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 30-40 წუთის განმავლობაში. გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, როცა შეგრილდება გავწუროთ ხელით, მოვათავსოთ ხის დაფაზე

Read More

ისპანახის გულსართი

2 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1 კონა ქინძი, 100 გრ ზეთი, წითელი წიწაკა, მარილი-გემოვნებით. ისპანახი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიტანოთ თუშფალანგზე. როცა გაცივდება, ხელით გავწუროთ, წვრილად დავკეპოთ დანით. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დავამატოთ ქინძი, შევაზავოთ მარილითა და წითელი წიწაკით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სტაფილოს ფხალი

1 კგ უმი სტაფილო გავხეხოთ,გავწუროთ და დაუმატოთ სუნელები: ყვითელი ყვავილი, ქინძი, უცხო სუნელი, ნიორი, ცოცხალი ქინძი,მარილი,ვისაც უყვარს მწარე დაამატოს წიწაკა , ნიგოზი და ბოლოს მოვასხათ მაიონეზი.ეს ყველაფერი აურიოთ კარგად . სუფრაზე მიტანისას მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ისპანახი ნიგვზით

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ. გადავიტანოთ საწურზე, გავაციოთ და მერე ხელით კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი, წიწაკა, მარილი, გავხსნათ ძმარში და დავასხათ ცოტა ისპანახის წვენი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური და ყველაფერი ეს ავურიოთ დაკეპილ ისპანახში. ძმრის მაგივრად შეიძლება ვიხმაროთ ბროწეულის წვენი. მასალა: ისპანახი

Read More

ჭარხლის ფოთლის ფხალი

გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცოტა ადუღებული წყალი, ქვაბს სახურავი დავახუროთ, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება და შეგრილდება, კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძის თესლი, სუნელი, მარილი, გავხსნათ ძმარში, რომელსაც დამატებული ექნება ჭარხლის ფოთლის წვენი. დავაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური. აღნიშნული მასალა მოვასხათ გაწურულ და დაკეპილ ჭარხლის ფოთოლს,

Read More

ეკალა ტყემლით

ეკალა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული ეკალა ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვათავსოთ ცივ-წყლიან ჭურჭელში (წყალი ეკალას უნდა ფარავდეს) და გავაჩეროთ შიგ 40-60 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ. ტყემალი მოვხარშოთ გადავიტანოთ საწურზე წვენიანად და გავხეხოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი, კამა, ომბალო, ნიორი, წიწაკა, მარილი, შევურიოთ გაწურულ ეკალას, გადავიტანოთ ლანგარზე, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა

Read More

ეკალა ნიგვზით

ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ-წყლიან ქვაბში, მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე, დავასხათ ზედ ცივი წყალი ისე, რომ მას კარგად ფარავდეს. გავაჩეროთ 40 წუთი. ხელით გავწუროთ. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, ომბალო, ძმარი, მარილი, ავურიოთ მოხარშულ ეკალაში, დავდოთ თეფშზე და მოვაყაროთ დაჭრილი კამა. მასალა: ეკალა – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა ნიორი – 2-3

Read More

სატაცური ნიგვზით

სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. შემდეგ ხელით გავწუროთ. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ სატაცურში. მასალა: სატაცური – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა ნიორი – 2-3 კბილი ქინძი – 3-4 ძირი მარილი, წიწაკა, ძმარი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/