Category Archives: კულინარია

ჩანახი ქვაბში

ცხვრის დუმა დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. ამ ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელ-მთელი ბადრიჯანი, ოთხად სიგრძეზე გაჭრილი კართოფილები, მთელ-მთელი მწიფე პამიდორი. მოშუშული დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა,დანაყილი ქინძის თესლი. ეს გუსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე რომ არ დაირღვეს მთლიანობა. ცალკე შევწვათ წვრილად დაჭრილი ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში თანმიმდევრობით, ფენაფენა, ჯერ

Read More

ჩაქაფული ცხვრის ხორცით

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ხორცი დავჭრათსაშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი დაფაროს. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა წყალი დაუშრება, ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ. ოხრახუში, ქინძი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ხორციან ქვაბში. ავიღოთ ქორფა ტარხუნა, დავჯრათ დიდ ნაჭრებად (დაახლოებით გავჭრათ სამად) და მწვანილთან ერთად ისიც ჩავყაროთ. ნამიანი მწვანილი წყალს გაუშვებს;

Read More

ძროხის ხაში

კარგად გაასუფთავეთ და თბილ წყალში გარეცხეთ ძროხის ფაშვი, ნაწლავები, ფეხები, ჩაყარეთ ადუღებულწყლიან ქვაბში და დაადგით ცეცხლზე. ადუღდება თუ არა, წვენი გადაღვარეთ, დაასხით ზედ ადუღებული წყალი და ხარშეთ, სანამ წვენი არ შესქელდება და ფეხები კარგად არ ჩაიხარშება. სუფრაზე მიტანის წინ შეაზავეთ მარილით და დანაყილი ნივრით. თუ გსურთ, სუფრაზე მიტანისას ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ დანაყილი ნიორი და ღვინის

Read More

გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ოთკუთხედ ნაჭრებად. ავურიოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი ხმელი სუნელი, ნიორი, გავხსნათ ბულიონში, დავამატოთ ძმარი ან ბროწეულის წვენი, მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ

Read More

ღორის კუჭმაჭი

კარგად გარეცხილი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი) დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ცხიმში მოვშუშოთ. ხახვი დავჭრათ, დავუმატოთ კუჭმაჭს და კარგად მოვხრაკოთ თავისივე გამოყოფილ ცხიმში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით, ქონდარით (შეიძლება ხმელი ქონდარიც), ქინძით. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული. საჭირო მასალა: » კუჭმაჭი _ 1 კილო » ღორის ქონი _ 200 გრამი »

Read More

ღორის თავ-ფეხის საცივი

ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შეიძლება კარგად გავრეცხოთ. ფეხები გავჭრათ შუა-შუა; თავი კი გავჭრათ ოთხად. მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავდგად მოსახარშად. დუღილის დროს ჩავამატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, პილპილი. როდესაც ხორცი ისე მოიხარშება, რომ ჩაიშლება და ძვლებს მოშორდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვალაგოთ ნახარშიდან, მოვაშოროთ ძვლებს რბილები და დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ სუფთა ქვაბში, ზევიდან დავაწუროთ თავისი

Read More

ღორის ხორცის მწვადი

მსუქანი ღორის ხორცი (უმჯობესია ზურგის ნეკნებიანი მხარე, ბარკლის ნაჭერი და სხვა) დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ მაცივარში რამოდენიმე საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მწვადი მზად იქნება, მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები. სუფრაზე მწვადთან ერთად, ცალკე მივიტანოთ ბროწეულის ან ტყემლის საწებელი. საჭირო მასალა: »

Read More

ინდაურის ან ქათმის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად ვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს, ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ. ყვითელი

Read More

მოხარშული ენა

გასუფთავებული, კაგად გარეცხილი ენა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 1.5 საათი. თუ ენა დამარილებულია, მაშინ ის ჯერ უნდა დალბეს ცივ წყალში და მერე იხარშოს 2.5-3 საათი. მოხარშული ენა ამოიღეთ ბულიონიდან, გადაავლეთ ცივი წყალი, მოაცილეთ კანი, დაჭერით ნაჭრებად, მოათავსეთ შესაფერ ჭურჭელზე და დაასხით ზედ 2-3 სუფრის კოვზი ბულიონი. გარნირად გვერდზე მოუწყვეთ მოხარშული

Read More

ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ, როცა წვენს გამოყოფს, გადავასხათ ცალკე ჭურჭელში და შევინახოთ. ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მოშუშულ ხორცს, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ვახრაკოთ, სანამ ხორცი კარგად არ შეწითლდება. ხანგამოშვებით კოვზით კარგად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიწვას. მოხრაკულ ფრინველის ხორცს დავასხათ მისივე წვენი, შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით (ქინძი,

Read More