Category Archives: კულინარია

თევზის ბუღლამა

გასუფთავებული, გარეცხილი და ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, თორუჯი) ერთ ფენად მოვათავსოთ ქვაბში, მოვასხათ ზეთი, დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. მასალა: თევზი – 1 კილოგრამი პამიდორი – 1 კილოგრამი ხახვი – 4-5 თავი ქინძი – 5-6 ძირი დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი ზეთი – 1 ჩაის ჭიქა მარილი, პილპილი – გემოვნებით

Read More

შემწვარი კეფალი ნიგვზის საწებლით

ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერცლი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ; მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში ან დანაყილ ორცხობილაში და მაშინვე დავდოთ გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი თევზი დავალაგოთ ლანგარზე. დავნაყოთ ნიგოზი, მწვანილი, მარილი, წიწაკა. ეს ყველაფერი გავხსნათ ძმარგარეულ წყალში და მოვასხათ შემწვარ თევზს. სუფრაზე შეიძლება თევზი ცალკე მივიტანოთ და საწებელი ცალკე.

Read More

თევზის ჩახოხბილი

ქარიყლაპია, ლოქო, წვერა, კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პამდვრის წვენი; ჩავაყოლოთ სტაფილო, დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.

Read More

თევზი ქოთანში ლიმონით

ნედლი თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ასე დავტოვოთ 1 საათი. შემდეგ ჩავდოთ თიხის ქოთანში, ზედ დავაწყოთ თხლად დაჭრილი ლიმონი, შავი პილპილის მარცვლები, რამოდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი, მოვასხათ ზეთი. ქოთანს ცომით კარგად გადავულესოთ თავი და შევდგათ აირღუმელში. 1-1,5 საათის შემდეგ მივიტანოთ სუფრაზე ქოთნითვე. მოვაცილოთ შიგ ჩახარშული დაფნის ფოთლები, ლიმონის ნაჭრები. სუფრაზე მივიტანოთ შესაფერი გარნირიც.

Read More

თევზი ქოთანში პამიდვრით

ეს კერძი მზადდება ისევე, როგორც თევზი ქოთანში ლიმონით, მხოლოდ იმ განსხავევბით, რომ ლიმონის ნაცვლად იხმარება პამიდორი. მასალა: ნედლი თევზი – 1 კილოგრამი მცენარეული ზეთი – 50 გრამი პამიდორი – 1 კილოგრამი დაფნის ფოთოლი – 3 ცალი ხახვი – 3-4 ცალი მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

დოში საწებლით

დოში წინა ღამით უნდა დავალბოთ, ხოლო მეორე დღეს სხვა წყალში მოვხარშოთ. წყალი ბლომად უნდა დაესხას და ისე მოიხარშოს. გავუკეთოთ ნიგვზის ან ძმრის საწებელი და მოხარშული თევზი შიგ ჩავაწყოთ … წყარო: http://www.mzareuli.com/

მთელ-მთელი შემწვარი წვრილი თევზი ბროწეულის საწებლით

გამოშიგნული, გარეცხილი წვრილი თევზი დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ. ერთად დავნაყოთ წიწაკა, ნიორი, ქინძი, მარილი, გავხსნათ ბროწეულის წვენში. შემწვარი თევზი ლანგარზე დავალაგოთ, ზემოდან მოვასხათ ბროწეულის საწებელი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დარჩეული ბროწეულის მარცვლები. მასალა: წვრილი თევზი – 1 კილოგრამი მცენარეული ზეთი – 4-5 სუფრის კოვზი ქინძი – 5 ძირი ბროწეული –

Read More

ქამბალა ღვინის საწებლით

გასუფთავებული თევზი დავჭრათ მცირე ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში, დავუმატოთ ოხრახუში, ხახვი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი, მარილი, დავასხათ ღვინო, წყალი, დავახუროთ ქვაბს სახურავი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 25-30 წუთი. მოხარშული თევზი ქვაბიდან ამოვიღოთ, ბულიონი გავწუროთ, სუფთა ქვაბში ჩავასხათ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10-15 წუთი. მერე დავუმატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი და წამოდუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ. მოხარშული თევზი ლანგარზე მოვათავსოთ,

Read More

გელაქნური წვენით

გელაქნური მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. ცალკე ქვაბში ჩავასხათ 3-4 ჩაის ჭიქა წყალი, დავუმატოთ შინდის ჩურჩა, დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიგოზი და ვადუღოთ. მოხარშული გელაქნური თეფშზე დავაწყოთ და ზედ დავასხათ გამზადებული საწებელი. მასალა: გელაქნური – 1 კილოგრამი შინდის ჩურჩა – 1 ჩაის ჭიქა ხახვი – 2-3 თავი დანაყილი ნიგოზი – 4 სუფრის კოვზი … წყარო: http://www.mzareuli.com/

მოხარშული გელაქნური ან კალმახი ნიგვზის საწებლით

გელაქნური გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ ადუღებულ მარილწყალში და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ ქაფქირით და დავაწყოთ თეფშზე. ნიგოზი, მარილი, ნიორი ერთად დავნაყოთ, გავხსნათ წყალში (არაჟნის სისქის) და მივიტანოთ მოხარშულ გელაქნურთან ერთად. მასალა: გელაქნური – 1 კილოგრამი ნიგოზი – 200 გრამი ნიორი – 2-3 კბილი წყალი – 1,5 ჩაის ჭიქა მარილი – გემოვნებით