თევზი ქოთანში ლიმონით

ნედლი თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ასე დავტოვოთ 1 საათი. შემდეგ ჩავდოთ თიხის ქოთანში, ზედ დავაწყოთ თხლად დაჭრილი ლიმონი, შავი პილპილის მარცვლები, რამოდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი, მოვასხათ ზეთი. ქოთანს ცომით კარგად გადავულესოთ თავი და შევდგათ აირღუმელში. 1-1,5 საათის შემდეგ მივიტანოთ სუფრაზე ქოთნითვე. მოვაცილოთ შიგ ჩახარშული დაფნის ფოთლები, ლიმონის ნაჭრები. სუფრაზე მივიტანოთ შესაფერი გარნირიც.

მასალა:

ნედლი თევზი – 1 კილოგრამი

ლიმონი – 1 ცალი

მცენარეული ზეთი – 50 გრამი

დაფნის ფოთოლი – 4-5 ცალი

წიწაკა, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/