Category Archives: კულინარია

შემწვარი წიწილა – ტაბაკა

წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილი. ტაფაზე დავასხათ ერბო (შეიძლება ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთიც); როცა კარგად გაცხელდება, დავდოთ ზედ წიწილა, ზემოდან დავახუროთ თეფში, დავადოთ მძიმე საგანი, რომ წიწილის ყველა ნაწილი ერთნაირად შეიწვას. როცა ერთი მხარე შეიწვება, გადავაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდანაც … წყარო: http://www.mzareuli.com/

შამფურზე შემწვარი წიწილა

გაწმენდილი, გარეცხილი წიწილის კუჭ-ღვიძლი, ფეხები და თავი ჩავდოთ მისივე მუცლის ღრუში, წავუსვათ მარილი, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური ვატრიალოთ ნელა. … წყარო: http://www.mzareuli.com/

შემწვარი წიწილა სულგუნით

გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმოყრილი წიწილის მუცლის ღრუ გამოვტენოთ წვრილად დაჭრილი სულგუნით. გავკეროთ ძაფით, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შეწვის დროს ხანგამოშვებით წავუსვათ ერბოში არეული ბროწეულის წვენი. როცა მზად იქნება, ძაფები მოვაცილოთ, დავჭრათ და ისე მივიტანოთ სუფრაზე. მასალა: წიწილა ერბო – 20 გრამი სულგუნი – 100 გრამი ბროწეული, მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

შიგნეულით გატენილი შემწვარი წიწილა

წიწილის კუჭმაჭი მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ, მივუმატოთ დაჭრილი ხახვი, ტარხუნა, ოხრახუში, რეჰანი, დავდოთ ტაფაზე, დავასხათ გამდნარი ერბო, დავაყაროთ დანაყილი დარიჩინი, მარილი, ერთად ავურიოთ და მოვშუშოთ. მასალით ამოვუვსოთ წიწილას მუცელი, ძაფით შევკეროთ, ჩავდოთ ღრმა ტაფაში, დავახუროთ სახურავი და შევწვათ. მასალა: წიწილა მწვანილი, ხახვი – 5 ძირი ტარხუნა – 2 ძირი ოხრახუში – 3 ძირი რეჰანი – 2

Read More

შემწვარი წიწილა ნიგვზით და ნივრით

გასუფთავებული, გარეცხილი წიწილა შევწვათ ტაბაკად. ნიგოზი ნიორთან და მარილთან ერთად კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში. ცხელ-ცხელი შემწვარი წიწილა ნაჭრებად დავჭრათ, დავაწყოთ ლანგარზე და დავასხათ ზევიდან ნიგოზ-ნივრიანი საწებელი. მასალა: წიწილა ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა წყალი – 2 ჩაის ჭიქა ნიორი – 6 – 7 კბილი მარილი გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

შემწვარი ქათამი ტყემლის წვენით

კარგად გასუფთავებულ, გარეცხილ ქათამს მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე; დავამაგროთ კისრით და ფეხებით, შევწვათ ნაკვერჩხალზე, თან შამფური სულ ვატრიალოთ. ქათამი კარგად რომ შეიწვება, გამოვაძროთ შამფურიდან და სუფრაზე მივიტანოთ ყოველგვარი საკაზმის გარეშე. ცალკე მივიტანოთ ტყემლის საწებელა. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სუნელებით შემწვარი ქათამი

წიწაკას დავასხათ მდუღარე წყალი და ასეთ მდგომარებაში დავტოვოთ რამოდენიმე საათი. შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ დანაყილი ქინძის თესლი, ნიორი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მარილი და გავხსნათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში. ქათამი შამფურზე წამოვაგოთ, ცეცხლზე შევწვათ და ხანგამოშვებით წავუსვათ ზემოაღნიშნული მასალა. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ბოზართმა ქათმის ან სხვა ფრინველის ხორცისაგან

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველის ხორცი მოვშუშოთ საკუთარ წვენში; ალყად დაჭრილი ხახვი ცალკე ტაფაზე მოვხრაკოთ იმავე ფრინველის ქონსა და ცოტაოდენ ერბოში.მოხრაკული ფრინველის ხორცი ამოვიღოთ ლანგარზე და ზედ მოვაყაროთ მოხრაკული ხახვი. სუფრაზე ცალკე მიოვიტანოთ დანაყილი ნიორი და ქინძი ძმრით. მასალა: ფრინველი ხახვი – 4-5 მოზრდილი თავი ერბო – 50 გრამი ნიორი, ქინძი, ძმარი, მარილი, გემოვნებით

შემწვარი ქათამი ნიგვზის საწებლით (ბაჟა)

ქათამი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში. ვადუღოთ 5-10 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ ქვაბიდან და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. როცა კარგად შეიწვება, ცხელ-ცხელი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავალაგოთ საწებელში, რომელიც ასე მზადდება: ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), მარილი, ნიგოზი, ნიორი, დავნაყოთ წმინდად. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად ხმელი სუნელი, წიწაკა, ქინძის თესლი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ და

Read More

ქათამი აჭარულად

გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და ვშუშოთ, სანამ სითხე არ ამოშრება. დავაყაროთ ბრტყლად დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა. როცა ხახვი შეწითლდება, ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი. ქათამს თუ საკმაო სიმსუქნე არა აქვს, დავუმატოთ ერბო და მარილით შევაზავოთ. მასალა: ქათამი ხახვი – 3-4 თავი სხვადასხვა მწვანილი – 200 გრამი ერბო – 1 სუფრის კოვზი მარილი

Read More