ბოზართმა ქათმის ან სხვა ფრინველის ხორცისაგან

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველის ხორცი მოვშუშოთ საკუთარ წვენში; ალყად დაჭრილი ხახვი ცალკე ტაფაზე მოვხრაკოთ იმავე ფრინველის ქონსა და ცოტაოდენ ერბოში.მოხრაკული ფრინველის ხორცი ამოვიღოთ ლანგარზე და ზედ მოვაყაროთ მოხრაკული ხახვი. სუფრაზე ცალკე მიოვიტანოთ დანაყილი ნიორი და ქინძი ძმრით.

მასალა:

ფრინველი

ხახვი – 4-5 მოზრდილი თავი

ერბო – 50 გრამი

ნიორი, ქინძი, ძმარი, მარილი, გემოვნებით