Category Archives: კულინარია

შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით

500 გრ ბადრიჯანი, 1-2 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1-2 კბილი ნიორი, 1/2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, 1/2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, 1/2 ჩაის კოვზი ზაფრანა, ქინძი, ოხრახუში, კამა, ღვინის ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. მთელ-მთელი ბადრიჯანი გავრეცხოთ, შევწვათ ქურაში უცხიმოდ. მოვაცილოთ კანი, დავჭრათ სიგრძეზე რამდენიმე ნაწილად, დავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიგოზი,

Read More

შემწვარი მთელ-მთელი ბადრიჯანი ნიგვზი

1 კგ ბადრიჯანი, 250 გრ თავი ხახვი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 100 გრ ზეთი, 2 კბილი ნიორი, 2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, ოხრახუში, ღვინის ძმარი, ბროწეულის მარცვლები, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. პატარა ზომის მოგრძო ბადრიჯანი დავსეროთ სიგრძეზე ისე, რომ არ მოვაშოროთ ერთმანეთს. მოვათავსოთ ჭურჭელში, მოვაყაროთ მარილი, დავახუროთ თავსახური, გავაჩეროთ 2-3 საათი, გავწუროთ ხელით. წვრილად დაჭრილ

Read More

ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით

500 გრ ყვავილოვანი კომბოსტო, 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1 კბილი ნიორი, 1 ჩაის Qკოვზი ხმელი სუნელი, ღვინის ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. ყვავილოვანი კომბოსტო მოვათავსოთ ცივ მარილწყალში 25-30 წუთის განმავლობაში. გავრეცხოთ ცივი წყლით, ჩავყაროთ მდუღარე მარილწყალში და მოვხარშოთ. მოხარშული კომბოსტო გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, დავანაწილოთ ცალკეულ ყვავილებად (თავაკებად). ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი.

Read More

ჭარხლის მწნილი ნიგვზით

500 გრ ჭარხლის მწნილი, 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, წიწაკა, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით. ჭარხლის მწნილი დავჭრათ წვრილ ოთხკუთხედებად. დავნაყოთ ნიორი, წიწაკა და ნიგოზი, დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლი. გამზადებული ჭარხლის მწნილი და ნიგვზის მასა კარგად გადავურიოთ. გადავიტანოთ თეფზე, მოვრთოთ ოხრახუშით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ჭარხალი ნიგვზით

500 გრ ჭარხალი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2-3 კბილი ნიორი, 1/4 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი, ქინძი, ოხრახუში, წიწაკა და მარილი – გემოვნებით. ჭარხალი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ნიგოზი, მარილი, ქინძი, 1 კბილი ნიორი დავნაყოთ ერთად. დავამატოთ დანაყილი ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი, გავხსნათ ღვინის ძმრით, მიღებულ მასას შევურიოთ ჭარხალი, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით.

Read More

კარტოფილი ნიგვზით

500 გრ კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1-2 კბილი ნიორი, ღვინის ძმარი, ოხრახუში, ქინძი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარ-პატარა ოთხკუთხედებად. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი დავნაყოთ ერთად, გავხსნათ ღვინის ძმრით, ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარტოფილი. გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

მოშუშული სტაფილო შავი ქლიავით

30 გრ დაჭრილი სტაფილო, 150 გრ შავი ქლიავის ჩირი და 400 მლ წყალი, 30გრ მარგარინი, 250 გრ ბრინჯი, 30 გრ შაქარი, მარილი – გემოვნებით. სტაფილო დავფხიკოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა კუბებად, ოდნავ მოვშუშოთ. შავი ქლიავის ჩირი გავრეცხოთ, დავასხათ ადუღებული წყალი, დავამატოთ შაქარი, ვხარშოთ შერბილებამდე და ამოვიღოთ ნახარშიდან. შავი ქლიავის ნახარშში ჩავდოთ სტაფილო, გადარჩეული და გარეცხილი ბრინჯი,

Read More

მოშუშული კომბოსტოს მწნილი სოკოთი

1 კგ კომბოსტოს მწნილი, 150 მლ სოკოს ნახარში, 60 გრ სოკო, 100 გრ დაჭრილი თავი ხახვი, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, 50 გრ ფქვილი, 150 გრ სამარხვო მაიონეზი, დაფქული პილპილი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით. კომბოსტოს მწნილი გავწუროთ; თუ ძალიან მჟავეა, გადავავლოთ წყალი, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ სოკოს ნახარში, მოვშუშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. ცალკე შევწვათ დაჭრილი თავი

Read More

მოშუშული კარტოფილი ბოსტნეულით

1 კგ გათლილი კარტოფილი, 100 გრ დაფხეკილი სტაფილო, 400 მლ წყალი, 50 გრ თავი ხახვი, 50 გრ მარგარინი, დაფნის ფოთოლი, რამდენიმე მარცვალი პილპილი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით. კარტოფილი გავთალოთ, სტაფილო დავფხიკოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად ან პატარა კუბებად, ჩავალაგოთ სქელძირიან ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ. ხარშვის დასასრულს დავამატოთ შემწვარი ხახვი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი

Read More