მოშუშული სტაფილო შავი ქლიავით

30 გრ დაჭრილი სტაფილო, 150 გრ შავი ქლიავის ჩირი და 400 მლ წყალი, 30გრ მარგარინი, 250 გრ ბრინჯი, 30 გრ შაქარი, მარილი – გემოვნებით.

სტაფილო დავფხიკოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა კუბებად, ოდნავ მოვშუშოთ. შავი ქლიავის ჩირი გავრეცხოთ, დავასხათ ადუღებული წყალი, დავამატოთ შაქარი, ვხარშოთ შერბილებამდე და ამოვიღოთ ნახარშიდან. შავი ქლიავის ნახარშში ჩავდოთ სტაფილო, გადარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, მსუბუქად ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ. მზა კერძს მოვაყაროთ შაქარი, გადავიტანოთ თეფშზე ან სინზე, მოვრთოთ მოხარშული შავი ქლიავით.

წყარო: http://www.mzareuli.com/