ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით

500 გრ ყვავილოვანი კომბოსტო, 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1 კბილი ნიორი, 1 ჩაის Qკოვზი ხმელი სუნელი, ღვინის ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

ყვავილოვანი კომბოსტო მოვათავსოთ ცივ მარილწყალში 25-30 წუთის განმავლობაში. გავრეცხოთ ცივი წყლით, ჩავყაროთ მდუღარე მარილწყალში და მოვხარშოთ. მოხარშული კომბოსტო გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, დავანაწილოთ ცალკეულ ყვავილებად (თავაკებად).

ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი. დანაყილ ნიგვზიან მასას შევურიოთ ხმელი სუნელი და ავზილოთ ღვინის ძმარში. მიღებულ მასაში ფრთხილად შევურიოთ კომბოსტოს ყვავილები (თავაკები), გადავიტანოთ თეფშზე, ზემოდან მოვასხათ გამოხდილი ზეთი.

წყარო: http://www.mzareuli.com/