Category Archives: კულინარია

შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზის წვენით

ბადრიჯანი დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და ცოტა ხნის შემდეგ გავწუროთ. დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ. მოვამზადოთ ნიგვზიანი წვენი: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, გამოვწუროთ ზეთი; წვრილად დავჭრათ ხახვი, რეჰანი, ქონდარი, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, ომბალო, კამა. ყველაფერი ეს გავხსნათ ძმარში, რომელშიც არეული იქნება 5-6 სუფრის კოვზი ადუღებული, ცივი წყალი. ამ წვენში

Read More

ბადრიჯნის საცივი

გრძლად დაჭრილი პატარა ზომის ბადრიჯნები მოვხარშოთ და გავწუროთ ზემოთ აღწერილი წესით. წვრილად დავჭრათ ხახვი, მოვხრაკოთ ზეთში. ხახვი რომ შეწითლდება, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ. ჩავუმატოთ დანაყილი ნიგოზი ხმელ სუნელთან, მარილთან, ნიორთან და წიწაკასთან ერთად; დავამატოთ მიხაკ-დარიჩინი, ღვინის ძმარი და ადუღებული, ცოტა ცივი წყალი. წვენში ჩავაწყოთ ბადრიჯნები. მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი ზეთი –

Read More

ბადრიჯანი ცხვრის დუმით – შამფურზე

წვრილად დაჭრილ დუმას და დარჩეულ ნიორს მოვაყაროთ მარილი და ჩავდოთ ოდნავ ჩაჭრილ ბადრიჯანში, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ. როდესაც ბადრიჯანი მზად იქნება დავაწყოთ დიდ თეფშზე ან ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი – მწვანილი და მოვასხათ ძმარი. მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი ცხვრის დუმა – 200 გრამი ნიორი – 3-4 კბილი ხახვი – 2 თავი ოხრახუში –

Read More

აჯაფსანდალი

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი. ასე გავაჩეროთ სამი-ოთხი საათი. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ მარილმოყრილი და კარგად გაწურული ბადრიჯანი. როცა მოიშუშება, დავასხათ გაფცქვნილი, დაჭრილი პამიდორი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიორი, ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი პამიდორი – 500-600 გრამი კარტოფილი –

Read More

აჯაფსანდალი (მეორენაირად)

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად; კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ; ხახვი დავკეპოთ წვრილად; პამიდორს მოვაცილოთ კანი და დავჭყლიტოთ; რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე წიწაკა გავარჩიოთ, დავჭრათ წმინდად. ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ ხახვი, ბადრიჯანი, პამიდორი, კარტოფილი, მწვანილი. ასე გავიმეოროთ, სანამ მასალა გვეყოფა. დავასხათ ზეთი (ან ერბო), დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. მასალა: ბადრიჯანი –

Read More

ბადრიჯანი ყველით და მაწვნით

მომცრო ბადრიჯნებს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, ზევითა მხრიდან მჭრელი დანით გამოვაცალოთ თესლი, დავაწყოთ თინიქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. როცა ბადრიჯანი ნახევრად შეიწვება, გამოვიღოთ. მოვხარშოთ კვერცხი, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ დაფხვნილ ყველში და ერბოში, შევურიოთ წვრილად დაჭრილი პიტნა. ამ მასალით გამოვტენოთ ნახევრად შემწვარი ბადრიჯანი, დავაწყოთ ერბოწასმულ ტაფაზე და შევდგათ ღუმელში. როცა მზად იქნება, ზემოდან მოვასხათ არაჟანი ან

Read More

ბადრიჯნის ბორანი

ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ სიგრძეზე თხელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1 საათი, მერე კარგად გავწუროთ, რომ წყალი არ შეჰყვეს. ტაფაზე დავასხათ ერბო, ჩავდოთ შიგ გაწურული ბადრიჯანი, დაჭრილი ხახვი და კარგად მოვშუშოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დაჭრილი პიტნა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი. ასე მომზადებული ბადრიჯანი გადავიღოთ ერთ წყებად ლანგარზე, ზედ დავაწყოთ ნაჭრებად დაჭრილი წიწილის ტაბაკა, ზემოდან ისევ ბადრიჯანი, მოვასხათ

Read More

შემწვარი ბადრიჯანი პამიდვრის საწებლით

ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთუთქოთ, თხელ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ცხიმიან, ცხელ ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან. ხახვი წვრილად დავჭრათ და ცხიმში მოვშუშოთ; მერე მოვაყაროთ პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ ქაფცქვნილი, გახეხილი და საცერზე გატარებული პამიდორი და ვხარშოთ 15-20 წუთი. დავუმატოთ წიწაკა, მარილი, დანაყილი ნიორი. ვადუღოთ კიდევ 5-10 წუთი; გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი

Read More

შემწვარი ბადრიჯანი ნივრით და მწვანილით

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ-მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, სუფთა ტილო გადავაფაროთ და გავაჩეროთ 1-2 საათი. ბადრიჯანი ხელით გავწუროთ ისე, რომ ფორმა არ შეეცვალოს, დავაწყოთ ცხიმიან ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ მოწითალო ფერის მიღებამდე. ტაფაზე, რომელზეც ბადრიჯანი შეიწვა, დავასხათ ძმარი, ერთად წამოვადუღოთ, გავწუროთ, დავუმატოთ მარილთან ერთად დანაყილი ნიორი და დავასხათ ლანგარზე დაწყობილ შემწვარ ბადრიჯანს. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად

Read More

ბადრიჯნის ხიზილალა ბროწეულით

ბროწეულიდან გამოვწუროთ წვენი, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ქინძი, მარილი და ავურიოთ. ბადრიჯანი გავრეცხოთ და მთელ-მთელი კანიანად შევწვათ. შემდეგ მოვაცილოთ კანი, კარგად დავკეპოთ, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა, გამზადებული ბროწეულის წვენი და ავურიოთ. მერე მოვათავსოთ თეფშზე, შევალამაზოთ, მოვაყაროთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი და ბროწეულის მარცვლები. მასალა: ბადრიჯანი – 500 გრამი ხახვი – 2-3 თავი ბროწეული – 2-3

Read More