Category Archives: კულინარია

სატაცური ნიგვზით

ტყის ან მინდვრის მწვანე, ახალი სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ მოხარშულ გაწურულ სატაცურში. მასალა: სატაცური – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა ნიორი – 2-3 კბილი ძმარი, ქინძი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

სვინტრი

ნორჩი, გაუშლელი სვინტრი გავრეცხოთ და ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გამოვწუროთ წყალი და შევაზილოთ დანაყილი ნიგოზი – გახსნილი ძმარში და წვრილად დაჭრილი ქინძი. მასალა: სვინტრი – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა ქინძი – 4-5 ძირი ძმარი, მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

არჯაკელი ნიგვზით

არჯაკელს მოვაშოროთ გაშლილი ფოთლები, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, ჩავყაროთ მარილწყალში და მოვხარშოთ. ხარშვის დროს ჩავყაროთ დანაყილი ნიგოზი და დაჭრილი ქინძი. მასალა: არჯაკელი – 5-6 ცალი ნიგოზი – 0,5 ჩაის ჭიქა ქინძი – 3-4 ძირი მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

ისპანახის მხალი

1 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ღვინის ძმარი ან ბროწეულის წვენი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. გადარჩეულ, გარეცხილ ისპანახს დავამატოთ რამდენიმე ძირი ქინძი და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, გადავიტანოთ თუშფალანგზე. როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით, მოვათავსოთ ხის დაფაზე და დავჭრათ. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა და მარილი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ

Read More

ისპანახი ნიგვზითა და ძმრით

1 კგ ისპანახი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, ღვინის ძმარი, 1 ცალი ბროწეული, კამა, ქინძი, ოხრახუში, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით და დავჭრათ. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა და მარილი დავნაყოთ ერთად, გავხსნათ ღვინის ძმრით, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, ქინძი, ოხრახუში და ხახვი. მიღებული მასა

Read More

ისპანახი ზეთითა და ნიგვზით

1 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, ღვინის ძმარი, წიწაკა, ქინძი, მარილი – გემოვნებით. ისპანახი მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, როცა შეგრილდება, გავწუროთ ხელით და დავჭრათ. წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი დავნაყოთ ერთად და გავხსნათ ღვინის ძმრით. მოხარშულ ისპანახს შევურიოთ

Read More

პრასი ნიგვზით

500 გრ პრასა, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1/2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, 1 ჩაის კოვზი იმერული ზაფრანა, 1/2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, ღვინის ძმარი, 1 ბროწეული, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. გადარჩეული, გარეცხილი პრასა მოვათავსოთ მდუღარე – წყლიან ქვაბში, შემოვდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 30-40 წუთის განმავლობაში. გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, როცა შეგრილდება გავწუროთ ხელით, მოვათავსოთ ხის დაფაზე

Read More

ისპანახის გულსართი

2 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1 კონა ქინძი, 100 გრ ზეთი, წითელი წიწაკა, მარილი-გემოვნებით. ისპანახი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიტანოთ თუშფალანგზე. როცა გაცივდება, ხელით გავწუროთ, წვრილად დავკეპოთ დანით. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დავამატოთ ქინძი, შევაზავოთ მარილითა და წითელი წიწაკით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სტაფილოს ფხალი

1 კგ უმი სტაფილო გავხეხოთ,გავწუროთ და დაუმატოთ სუნელები: ყვითელი ყვავილი, ქინძი, უცხო სუნელი, ნიორი, ცოცხალი ქინძი,მარილი,ვისაც უყვარს მწარე დაამატოს წიწაკა , ნიგოზი და ბოლოს მოვასხათ მაიონეზი.ეს ყველაფერი აურიოთ კარგად . სუფრაზე მიტანისას მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ისპანახი ნიგვზით

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ. გადავიტანოთ საწურზე, გავაციოთ და მერე ხელით კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი, წიწაკა, მარილი, გავხსნათ ძმარში და დავასხათ ცოტა ისპანახის წვენი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური და ყველაფერი ეს ავურიოთ დაკეპილ ისპანახში. ძმრის მაგივრად შეიძლება ვიხმაროთ ბროწეულის წვენი. მასალა: ისპანახი

Read More