კიტრის ცივი სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- არაჟანი – 1/2 ჭიქა
- კიტრი – 3 ცალი
- მწვანე ხახვი – დაჭრილი 3/4 ჭიქა
- ზღვის მარილი – 1 ჩ/კ
- ლიმონის ცედრა – 1 ჩ/კ
- ლიმნის წვენი – 1 ს/კ
- ახლად დაფქული პილპილი 1/2 ჩ/კ
- ბოსტნეულის ბულიონი – 11/2
კიტრის სუპის მომზადების წესები:
- კიტრი, მწვანე ხახვი, ლიმონის წვენი და ცედრა, პილპილი, ბოსტნეულის ბულიონი და ზღვის მარილი მოვათავსოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დავუმატოთ არაჟანი და შევურიოთ.
- შევდგათ მაცივარში და გავაციოთ.
- მოვრთოთ დაჭრილი კიტრით, მწვანე ხახვითა და ლიმონის ცედრით.