კიტრის სუპი

კიტრის ცივი სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:კიტრის სუპი

  • არაჟანი – 1/2 ჭიქა
  • კიტრი – 3 ცალი
  • მწვანე ხახვი – დაჭრილი 3/4 ჭიქა
  • ზღვის მარილი – 1 ჩ/კ
  • ლიმონის ცედრა – 1 ჩ/კ
  • ლიმნის წვენი – 1 ს/კ
  • ახლად დაფქული პილპილი 1/2  ჩ/კ
  • ბოსტნეულის ბულიონი – 11/2

კიტრის სუპის მომზადების წესები:

  • კიტრი, მწვანე ხახვი, ლიმონის წვენი და ცედრა, პილპილი, ბოსტნეულის ბულიონი და ზღვის მარილი მოვათავსოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • დავუმატოთ არაჟანი და შევურიოთ.
  • შევდგათ მაცივარში და გავაციოთ.
  • მოვრთოთ დაჭრილი კიტრით, მწვანე ხახვითა და ლიმონის ცედრით.