მაწვნის სუპი

მაწვნის სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:მაწვნის სუპი

  • რძე – 1 ლ 2 ც ხახვი
  • არაჟანი / ხაჭო – 2 სუფრის კოვზი
  • კვერცხი – 2 ც
  • მაწონი – 1 ლ
  • 2ს.კ ფქვილი
  • მწვანე ხახვი
  • ქინძი, კამა და ტარხუნა – 1-1 კონა
  • 50 გრ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მაწვნის სუპის მომზადების საფეხურები:

  • დავჭრათ ხახვი წვრილად და მოვხრაკოთ კარაქში.
  • ქვაბში ვყრით ფქვილს და სულ ვურევთ.
  • გათქვეფილ მაწონს ვუმატებთ ნახევარ რძეს და ხაჭოს/არაჟანს .
  • დუღილამდე რომ მივა, გასასქელებლად დარჩენილ რძესაც ვამატებთ, მაგრამ ძალიანაც არ უნდა გავასქელოთ.
  • ვამატებთ მარილსა და დაჭრილ მწვანილებსაც.
  • ბოლოს გათქვეფილ კვერცხს ჩავასხამთ და 5 წუთში გამოვრთავთ.
  • აუცილებელია, რომ ამ კერძს სულ ვურიოთ, თორემ აიჭრება.