გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე
ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები:
4 ჭიქა ფქვილი,
1 ჩაის კოვზი მარილი,
1 ჩაის კოვზი შაქარი,
2 კვერცხი,
1,5 ჭიქა წყალი,
3-4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი.
მომზადება: გავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ წყალი, ზეთი, მარილი, შაქარი და ბოლოს, ფქვილი, მოვზილოთ ნაზი ცომი და გავაჩეროთ 30 წუთი.
ფარშის მოსამზადებლად საჭიროა:
1 კგ ხორცი (უმჯობესია ღორის),
3-4 თავი ხახვი,
3-4 კბილი ნიორი,
1 ჭიქა რძე.
მომზადება: ხორცი, ხახვი და მწვანილი გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. დავამატოთ მარილი და წიწაკა და დავასხათ რძე, ფარში უნდა იყოს სველი.
ცომს დავამატოთ 3-4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, ხელებზე რომ არ მიგვეკრას. ცომს ვაძლევთ ძეხვის ფორმას და ვჭრით თანაბარ ნაჭრებად. შემდეგ ვაბრტყელებთ 5 მმ სისქეზე.
ჩავდოთ ხორცის ფარში, გადავკეცოთ და ზედმეტი ნაწილები შემოვაჭრათ.
ტაფაზე დავასხათ საკმარისი რაოდენობის ზეთი, ისე, რომ ჩებურეკი ტივტივებდეს და შევწვათ ორივე მხრიდან. შეწვას სჭირდება 2-3 წუთი.