გასპაჩო

გასპაჩოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:გასპაჩო

  • პომიდორი – 1500 გ.
  • თეთრი პური – 150 გ.
  • კიტრი – 200 გ.
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 2 ცალი.
  • ნიორი – 2 კბილი.
  • ზეითუნის ზეთი – 50 მლ.
  • ხახვი – 1 თავი.
  • მარილი – გემოვნებით

გასპაჩოს მომზადების საფეხურები:

  • გავჭრათ პომიდორი და 1-2 წუთით ჩავდოთ მდუღარე წყალში.
  • გავაცალოთ კანი და დავალებდეროთ 1 ცალ წითელ წიწაკასა და 1 თავ ხახვთან ერთად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • ნიორი მარილთან ერთად დავნაყოთ, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და დარბილებული პურის გული.
  • დავასხათ 1 ჩაის კოვზი წყალი და კარგად ავურიოთ.
  • მიღებული მასა დავუმატოთ დაბლენდერებულ ინგრედიენტებს.
  • თეთრი პური დავჭრათ პატარა კუბიკებად და ტაფაზე გავაშროთ.
  • კუბიკებად დავჭრათ ბულგარული წიწაკა და კიტრიც.
  • გაციებულ გასპაჩოში ჩავყაროთ დაჭრილი კიტრი, პური და წიწაკა და გემრიელად მივირთვათ.

 

Share on Facebook
Facebook
Share this...