ბლინები (ალადები)

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

კვერცხი – 3 ცალი,
მარილი – ½ ჩაის კოვზი,
შაქარი – 1 სუფრის კოვზი,
ფქვილი – 2 ჭიქა,
კეფირი (ან მაწონი) – 3 ჭიქა,
სოდა – დანის წვერით,
მცენარეული ზეთი – 3-4 სუფრის კოვზი.

მომზადება: გავთქვიფოთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად, დავუმატოთ კეფირი ან მაწონი, ჩავყაროთ ფქვილი და სოდა და მოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ასევე უნდა დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ზეთი.

ტაფაზე დავასხათ ზეთი და დიდი კოვზით დავასხათ ბლინების ცომი, გამოვაცხოთ ორივე მხრიდან. სუფრაზე მივიტანოთ არაჟანთან, თაფლთან, მურაბასთან ერთად.

Share on Facebook
Facebook
Share this...