სამეფო ბლინები ვაშლის მუსით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

4 პორციისათვის საჭირო ინგრედიენტები:

ცომისათვის:
250 გრამი ფქვილი,
6 კვერცხი,
4 სუფრის კოვზი შაქარი,
ცოტა მარილი,
¼ ლიტრი რძე.

ვაშლის მუსისთვის:
1 კგ ვაშლი,
5 სუფრის კოვზი შაქარი,
მიხაკ–დარიჩინი,
ლიმონის ცედრა (კანი),
3 სუფრის კოვზი გადამდნარი კარაქი,
შაქრის პუდრა მოსაყრელად.

მომზადება:

1. გავაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა, გული ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ რძე, ფქვილი და გავაკეთოთ ბლანტი ცომი.
2. გავრეცხოთ ვაშლები, გავჭრათ ოთხად, გამოვაცალოთ გული, გავფცქვნათ, დავამატოთ 3 სუფრის კოვზი შაქარი, მიხაკ–დარიჩინი, და ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
3. გავთქვიფოთ კვერცხის ცილა გათეთრებამდე, შევურიოთ მომზადებულ ცომს. გავაცხელოთ ტაფა ცხიმით და კოვზის საშუალებით დავასხათ ცომი ტაფაზე.
4. შევწვათ ბლინები ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფრად არ შეიბრაწება.
5. ბლინები სუფრაზე მივიტანოთ მუსთან ერთად. ბლინებს უხვად მოვაყაროთ შაქრის პუდრა.