მოჭიქული ყველეული

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

500 გრამი ხაჭო (უმჯობესია ცხიმიანი და მშრალი),
1-1,5 ჭიქა ფქვილი,
1 კვერცხი,
2 სუფრის კოვზი შაქარი,
100 გრამი ქიშმიში,
ზეთი (ან კარაქი) შესაწვავად.

მომზადება:

1. ხაჭო მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ კვერცხი, შაქარი, მარილი და კარგად ავურიოთ.
2. თანდათანობით დავამატოთ ფქვილი (თქვენი გემოვნების შესაბამისად), თუ ცოტა ფქვილს შევაზელთ, ყველეული გამოვა მსუბუქი და ნაკლებად კალორიული, თუ ბევრ ფქვილს შევაზელთ, ყველეული გამოვა მაგარი და ნოყიერი.
3. ქიშმიში წინასწარ გავრეცხოთ და გავაშროთ, შემდეგ დავამატოთ ცომს.
4. ცომისგან გავაკეთოთ ძეხვის ფორმის ცომი და დავჭრათ თანაბარ ნაწილებად, შემდეგ ცოტა გავაბრტყელოთ.
5. ტაფაზე დავასხათ ცხიმი და გავაცხელოთ, მოჭიქული ყველეული შევბრაწოთ ორივე მხრიდან. სუფრაზე მივიტანოთ არაჟანთან, მურაბასთან, შოკოლადის სოუსთან ერთად. ნოყიერი და გემრიელი საუზმეა.