დესერტი ფორთოხლითა და ბროწეულით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

12 პორციისათვის საჭირო ინგრედიენტები:

250 გრამი ფორთოხლის წვენი,
ვანილი,
50 გრამი შაქარი,
2 სუფრის კოვზი სახამებელი,
3 ფორთოხალი (350 გრამი),
1 ბროწეული (250 გრამი).

მომზადება:

1. ფორთოხლის წვენი შაქართან და ვანილთან ერთად მივიყვანოთ ადუღებამდე. სახამებელი გავხსნათ ცოტა ცივ წყალში და დავამატოთ წვენს, ვადუღოთ 2 წუთი.
2. ფორთოხალი გავფცქვნათ და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.
3. ფორთოხლის ნაჭრებს მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მოვასხათ ფორთოხლის წვენისაგან მომზადებული მასა.

Share on Facebook
Facebook
Share this...