ხაჭოს და ხილის დესერტი პურით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

500 გრამი ხაჭო,
300 გრამი არაჟანი,
300 გრამი შვრიის პური,
ერთი მუჭა შავი ქლიავი,
2/3 ჭიქა შაქარი,
5-6 ვაშლი.

მომზადება:

1. ხაჭო გავატაროთ საცერში, დავამატოთ არაჟანი, 1/3 ჭიქა შაქარი და ავურიოთ.
2. ვაშლი გავფცქვნათ და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად,.
3. პური გავხეხოთ საცერზე.
4. მოვამზადოთ შაქრის სიროპი: დარჩენილ შაქარს შევურიოთ ცოტა წყალი და დავდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ, სანამ შაქარი სულ გადნება, დავამატოთ დაჭრილი შავი ქლიავი და მივიყვანოთ ადუღებამდე.
5. შავ ქლიავს დავუმატოთ ვაშლიც და ვხარშოთ ვაშლის დარბილებამდე.
6. გამჭვირვალე ჭურჭელში ფენა–ფენა ჩავალაგოთ ხაჭო, პური და შავი ქლიავი–ვაშლი.

შეიძლება გავაფორმოთ დაჭრილი ვაშლის ნაჭრებით.