ხაჭოს პუდინგი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

500 გრამი ხაჭო,
1 კვერცხი,
3 სუფრის კოვზი არაჟანი,
2 სუფრის კოვზი შაქარი,
2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული,
100 გრამი ქიშმიში,
3 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი.

მომზადება:

1. კვერცხი და შაქარი შევურიოთ და ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ ხაჭო, კარგად ავურიოთ და ჩავამატოთ გამდნარი ნაღების კარაქი.
2. დავამატოთ მანანის ბურღული და მარილი, ასევე – ქიშმიში (ქიშმიში წინასწარ უნდა გავრეცხოთ და გავაშროთ),
3. გადავიტანოთ მასა ზეთწასმულ ფორმაში, რომლითაც უნდა გამოვაცხოთ, ზემოდან წავუსვათ არაჟანი, გამოვაცხოთ კარგად გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთი.
4. სუფრაზე მივიტანოთ არაჟანთან, მურაბასთან ერთად. ეს საუზმე ძალიან ნოყიერი და გემრიელია, ძალიან უყვართ ბავშვებს.