შოკოლადის პუდინგი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

0,5 მლ რძე,
100 გრამი შოკოლადი,
200 გრამი თეთრი პური,
100 გრამი შაქარი,
3 კვერცხი,
ვანილი, მარილი, ფორთოხლის კანი, ნაღების კარაქი.

მომზადება:

ადუღებულ რძეში ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი, დავამატოთ შაქარი, წვრილად დაჭრილი თეთრი პურის გული, ვანილი, კვერცხის გული. ყვალაფერი კარგად ავურიოთ, დავამატოთ ათქვეფილი ცილა, მარილი და ფორთოხლის (ან ლიმონის) გახეხილი კანი. ამოვურიოთ, ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში 150 გრადუს ცელსიუსზე.